ზელენსკიმ და ტრამპმა Tomahawk-ების გადაცემა განიხილეს, გადაწყვეტილება უცნობია - Axios

ცოტა ხნის წინ გამართულ სატელეფონო საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხი. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს. 

  • სატელეფონო საუბარი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გრძელოდებოდა. 

  • გამოცემის წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება. 

ჩაშლილად: ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ მიმართვაში უკრაინელმა პრეზიდენტმა საუბარს "ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული უწოდა." 

  • ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ინტენსიური დაბომბვების ფონზე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის ამ საკითხზე არსებული კონკრეტული შეთანხმებები. 

  • "არის კარგი ვარიანტები და მძლავრი იდეები თუ როგორ გავძლიერდეთ"- განაცხადა ზელენსკიმ. 

  • უკრაინელმა პრეზიდენტმა ტრამპს ღაზის ომის დასრულება მიულოცა და განაცხადა, რომ ამის გათვალისწინებით სჯერა, რომ შესაძლებელია რუსეთის ომის დასრულებაც. 

დიდი სურათი: 7 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "თითქმის" გადაწყვეტილი აქვს უკრაინისთვის შორეული რაკეტების მიწოდება - უნდა გავარკვიოთ როგორ გამოიყენებენ ამ რაკეტებს, სად გაგზავნიან. ვფიქრობ ეს კითხვა უნდა დავსვა."

  • დასავლური მედია წერდა, რომ სექტმებერში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინის განკარგულებაში არსებული შეიარაღების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას, თუმცა უარი თქვა Tomahawk-ების მიყიდვაზე. 

  • ცოტა ხნის წინ ვალდაის ფორუმზე დასმული კითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა, მიმდინარე ომის ესკალაციის ახალი ფაზა იქნება და რომ ეს "მოსპობს რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო თვეების განმავლობაში გამოკვეთილ დადებით ტენდენციებს. 

კონტექსტი: აღნიშნული რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 2500 კილომეტრია, ამგვარად მათი მეშვეობით უკრაინა შეძლებს დარტყმების განხორციელებას არამხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგზე, არამედ რუსეთის კიდევ 60 მოშორებულ რეგიონზე.

  • ამ საკითხზე გამოქვეყნებულ ვრცელ მასალაში საინფორმაციო სააგენტო Reuters წერდა, რომ მარაგების სიმცირისა და სხვა ტექნიკური სირთულეების გამო TOMAHAWK-ების გადაცემა ნაკლებად მოსალოდნელია.

  • გამოცემის ცნობით, უკრაინა სავარაუდოდ სხვა ტიპის შეიარაღებას მიიღებს, რომლის მოქმედების რადიუსიც TOMAHAWK-ზე ნაკლებია, თუმცა ჯერადად აღემატება უკრაინის არმიის ახლანდელ შესაძლებლობებს. 
     

მსგავსი სიახლეები