ზელენსკიმ ნავთობის და გაზის ექსპორტიორ ქვეყნებს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმზე შეკრებილ ქვეყნებს ნავთობის და გაზის ექსპორტის გაზრდისკენ მოუწოდა.
ბაზარზე რუსული ენერგომატარებლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რამაც ნავთობზე და გაზზე ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია, კატარმა და სხვა მსხვილმა ენერგოექსპორტიორებმა წარმოებმა უნდა გაზარდონ, განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სანქციების გაფართოების გზაზე ერთ-ერთი მთავარი წინაღობაა.
„თქვენ ახლა ევროპაში [ენერგეტიკული ბაზრის] სტაბილიზაციისთვის ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. ევროპის მომავალი თქვენს ძალისხმევაზე დგას.
დაჟინებით გთხოვთ, გაზარდოთ ენერგომატარებლების წარმოება და გააგებინოთ რუსეთს, რომ ის ენერგეტიკის მსოფლიოს დაშანტაჟებისთვის გამოყენებას ვეღარ შეძლებს“, - ასე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ფორუმზე შეკრებილ ქვეყნებს.
ზელენსკიმ რუსების მიერ მარიუპოლის დაბომბვა სირიის ომის დროს ალეპოს განადგურებას შეადარა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომის გამო მსოფლიოს სასურსათო კრიზისი ემუქრება, რაც „ბევრ ქვეყანაში სტაბილურობის და შიდა უსაფრთხოების საფუძველი“.
ნავთობის სიდიდით მეორე მწარმოებელმა, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით OPEC-ის ნავთობკარტელის მიერ დაწესებულ მოცულობებს არ გადააჭარბებს.