ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ ზელენსკიმ ფეისბუკ ჩართვის დროს განაცხადა. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, წინანადება 19 აპრილს ნორმანდიულ ფორმატში მისი მრჩევლების შეხვედრის დროს წარმოიშვა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მზად არის შეხვდეს ვლადიმირ პუტინს დონბასში, ე.წ. შეხების წერტილთან.

"მე მზად ვარ უფრო შორსაც წავიდე და შემოგთავაზოთ შეხვედრა უკრაინული დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომი მიმდინარეობს",- თქვა ზელენსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები