ზელენსკიმ რადაში "გამარჯვების გეგმა" წარადგინა
16 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რადაში გამოსვლისას "გამარჯვების გეგმა" წარადგინა.
1. უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანება'
2. თავდაცვა:
- უკრაინისთვის გადაცემული დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება;
- უკრაინის სამხედრო ოპერაციის რუსეთის ტერიტორიაზე გაგრძელება;
- პარტნიორებთან ერთად უკრაინის ცის დაცვა რუსული საფრენი აპარატებისგან;
- დასავლურ სადაზვერვო ინფორმაციებთან წვდომა;
- შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიცემა.
3. შეკავება - უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდეს არაბირთვული სტრატეგიული იარაღი, რომელიც გამოყენებული იქნება რუსეთისგან მომავალში წამოსული ნებისმიერი სახის საფრთხისგან დასაცავად;
4. ეკონომიკა - უკრაინის ეკონომიკის და სამხედრო წარმოების მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების პარალელურად.
5. ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა პარტნიორებს სთავაზობს ЗСУ გახდეს ნატოს და ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი.
ზელენსკის თქმით, პირველი 4 პუნქტი ომის დროს, ხოლო მეხუთე, ომის შემდგომ უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტები მოიცავენ საიდუმლო ნაწილებს, რომლებიც პარტნიორებს წარუდგინა. მისი თქმით, თუ ყველაფერი ამ გეგმის მიხედვით წავა, ომი შემდეგი წლის ბოლომდე დასრულდება.
“ჩვენ უნდა განვახორციელოთ გეგმა, რათა მეორე სამშვიდობო სამიტზე დასწრება ვაიძულოთ და დავასრულოთ ომი. თუ გეგმა იქნება მხარდაჭერილი, ჩვენ შევძლებთ ომის დასრულებას არა უგვიანეს შემდეგი წლის ბოლომდე. ამ ყველაფრის განხორციელება პარტნიორებზეა დამოკიდებული, და არანაირად რუსეთზე” - განაცხადა პრეზიდენტმა.