ზელენსკის პარტია "ხალხის მსახური" უკრაინაში გამოკითხვებით ლიდერობს
უკრაინაში სოციოლოგიური კომპანია “რეიტინგის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახური” პირველ ადგილზეა - 22.8%-ით.
მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია “ევროპული სოლიდარობა” იკავებს 14.4%-ით. მესამე ადგილზეა პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია “ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის” - 13.7%, მეოთხეზე კი იულია ტიმოშენკოს პარტია “ბატკივშინა” - 12.2%.
სხვა პარტიებს ბარიერის გადასალახად საკმარისი 5%-იანი მხარდაჭერა არ აქვთ.
გამოკითხულთა 17.4%-მა განაცხადა, რომ ხმის მიცემას არ აპირებს. 19.3%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა.
სოციოლოგიური კვლევა 23-27 აპრილს ჩატარდა და მასში 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა.
ცდომილების ზღვარი 0.95%-დან 2.2%-მდეა.