ზოგიერთი რუსი სამხედრო მეთაურებს არ ემორჩილება - მთავარი პენტაგონის დახურული ბრიფინგიდან

აშშ-ს თავდაცვის უწყებამ დახურული ბრიფინგი გამართა, რომელზეც პენტაგონის მაღალჩინოსანმა პრესას უკრაინის ომის სიტუაციური ანალიზი გააცნო.

გთავაზობთ ბრიფინგის ძირითად თეზისებს, რომელსაც გამოცემა Washington Post-ის ჟურნალისტი ასაჯაროებს.


  • პენტაგონი ფლობს გარკვეულ მტკიცებულებებს, რომ უკრაინაში მებრძოლი მრავალი რუსი სამხედრო მეთაურების ბრძანებებს არ ემორჩილება.
  • "აჯანყებული" სამხედროების უმეტესობა საშუალო რანგის ოფიცერია. მათი რანგი ბატალიონის მეთაურამდეც კი აღწევს.
  • ამჟამად უკრაინაში ოკუპანტების 97 დანაყოფი - ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი - იბრძვის, რაც იმაზე მეტია, ვიდრე გასულ კვირას. რუსეთი უკანდახევის შემდეგ ძალების რეორგანიზებას ახდენს.
  • ბოლო დღეებში რუსეთმა რამდენიმე დარტყმა განახორციელა ოდესაზე. მიუხედავად ამისა, პენტაგონი მიიჩნევს, რომ რუსეთის არმიას საპორტო ქალაქზე სახმელეთო იერიშის მიტანის უნარი დღეს არ აქვს.
  • რუსული ავიაციის აფრენების რაოდენობა სტაბილურია და დღეში 300-ს არ აღემატება. ომის დაწყებამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის იერიშში წამყვან როლს სწორედ საჰაერო ძალები შეასრულებდა.
  • რუსეთი მარიუპოლში დიდი რაოდენობით ე. წ. „თავისუფალი ვარდნის ბომბებს“ იყენებს, რაც მიუთითებს, რომ რუსულ არტილერიას არსენალში მართული ბომბების დეფიციტი აქვს.
  • სარაკეტო კრეისერ მოსკვას ჩაძირვის შემდეგ რუსული ხომალდები უკრაინის სანაპირო ხაზიდან მოშორებით იკავებენ პოზიციას.
  • 9 მაისისთვის უკრაინამ უკვე მიიღო 90 დაპირებულიდან 85 ერთეული ჰაუბიცა. უკრაინის მთავრობას მძიმე საარტილერიო ტექნიკას გადასცემს. პენტაგონის, თქმით, M777 ჰაუბიცის გამოსაყენებლად გადამზადების კურსები უკვე 310-მა უკრაინელმა სმახედრო მოსამსახურემ გაიარა.

მსგავსი სიახლეები