ორბანის ვეტოს მიუხედავად ბრიუსელი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების პროცესს იწყებს

პროცესის დასაჩქარებლად კომისია მის მიერვე დადგენილი წესების შეცვლას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქამდე მოლაპარაკებების ახალი თავის გასახსნელად საჭირო იყო ბლოკის თითოეული წევრის თანხმობა.

ამერიკელების 35% პალესტინელებს უჭერს მხარს, 34% - ისრაელს – The New York Times-ის კვლევა

კვლევა ჩატარდა 1313 რეგისტრირებულ ამერიკელ ამომრჩეველს შორის, 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე - ცდომილება 3.2%-ია.

წინა წელთან შედარებით, რუსეთის არმიაში დეზერტირების რაოდენობა გაორმაგებულია

არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2025 წელს დეზერტირების რაოდენობა 70 ათასს გადააჭარბებს, რაც ფრონტზე მოქმედი ცოცხალი ძალის დაახლოებით 10%-ია.

რუსეთი ჩინეთის სადესანტო ჯარებს აიარაღებს და ტაივანზე შეტევის მომზადებაში ეხმარება

ამის შესახებ აქტივისტური კიბერ-დაჯგუფების Black Moon-ის მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებშია საუბარი, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტმა (RUSI) შეისწავლა.

შემოტრიალება თუ გასვლა - როგორ გავიგოთ ტრამპის შეცვლილი რიტორიკა რუსეთის მიმართ

განმარტებითი ბარათის დღევანდელ, პირველ ეპიზოდში შევეცდებით გავერკვეთ ტრამპის რიტორიკის ცვლილების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებში.

ტრამპი არ დათანხმდა ზელენსკის 2400-კილომეტრიანი რაკეტების მიყიდვის თხოვნას

წყაროების ცნობით, ეს ერთადერთი შეიარაღებაა კიევის მიერ შედგენილი სიიდან, რომლის გადაცემასაც ამერიკელი პრეზიდენტი ჯერჯერობით არ დათანხმდა.

ტრამპმა ერდოღანს სთხოვა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვისგან თავის შეიკავოს

ტრამპის თქმით, თურქეთის ლიდერს თავის ძველ მეგობრად მიიჩნევს და დადებითად ისაუბრა ანკარასა და ვაშინგტონის თანამშრომლობაზე ვაჭრობის საკითხში.

ტრამპი მუსლიმ ლიდერებს დაჰპირდა, რომ არ დაუშვებს დასავლეთ ნაპირის ანექსიას

ინფორმაციის შესახებ, ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით, Financial Times ავრცელებს — ტრამპისა და არაბული ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შეხვდნენ.

"არმიის საჭიროებების დასაფინანსებლად" - რუსეთში დღგ-ს ზრდიან

რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდეს: ცენტრალური ბანკი ზრდის საბაზისო განაკვეთების ინფლაციის შესანელებლად → ეკონომიკა გრილდება →მცირდება ბიუჯეტის შემოსავლები →ხოლო ჩინოვნიკებს უწევთ ახალი გზების პოვნა საბიუჯეტო ხვრელის დასაფარად.

"ქაღალდის დათვი არ არსებობს"- კრემლი ტრამპის შეცვლილ რიტორიკას პასუხობს

მოსკოვიდან გავრცელებული პირველი განცხადებები კრემლის გაბრაზებაზე მიანიშნებს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ალასკაში პუტინის "თბილი მიღებაზე" საუბრობდა.