ჰამასის პოლიტბიუროს წევრად პირველად აირჩიეს ქალი
"პოლიტბიუროს შემადგენლობაში პირველად არჩეულ იქნა ჩვენი და",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საუბარია, ჯამილა ალ-შანტიზე, რომელიც წინა წლებში საკანონმდებლო საბჭოს დეპუტატი იყო.
"ჰამასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ პოლიტბიუროს არჩევნებში გაიმარჯვეს მოძრაობის დამფუძნებლებმა, მათ შორის მაჰმუდ ალ-ზახარიმაც. პოლიტბიუროს წევრი გახდა "ჰამასის" სამხედრო ფრთის, "ალ-კასამის" მეთაური, მარვან ისა.
"ჰამასი" პალესტინური ისლამისტური ორგანიზაციაა, რომელიც ღაზას სექტორს მართავს. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული ისრაელში, აშშ-სა და ევროკავშირში. "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად არ არის გამოცხადებული რუსეთში და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში.