უკრაინა აცხადებს, რომ ნორდ სტრიმ 2 მათ არმიას გაანადგურებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსულ-გერმანული გაზსადენი Nord Stream 2-ის ამუშავების შემდეგ უკრაინა წლიურად 3 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას “ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია” სჭირდება, რათა გააგრძელოს “ევროპის და ევროპული ღირებულებების დაცვა” აღმოსავლეთ საზღვარზე.  

“Nord Stream 2 მოწყვეტს უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდებისგან, რაც ნიშნავს, რომ წელიწადში 3 მილიარდ დოლარს დავკარგავთ - თქვა ზელენსკიმ - ჩვენ არ გვექნება თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად.”

ზელენსკიმ Nord Stream 2-ს რუსეთის “ძლიერი იარაღი” უწოდა.

რუსეთი უარყოფს, რომ ახალი გაზსადენი უკრაინის სატრანზიტო ფუნქციას დაუკარგავს.

 

 

მსგავსი სიახლეები