პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ფერმერების საპროტესტო აქციაზე ანტიუკრაინული ლოზუნგების უკან შესაძლოა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები იდგნენ.
მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის, ფერმერებისთვის საგადასახადო შეღავათების უფრო სტაბილური სქემა განიხილოს მომავალში, თუმცა მიმდინარე წელს შეღავათის გაწევა შეუძლებელია.