დატყვევებული რუსი ოფიცრების თქმით, მიმდინარე იერიში გარღვევის ბოლო მცდელობაა

ამის შესახებ ჟურნალი The Economist საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის არმიის იერიშის შესახებ მომზადებულ მასალაში წერს - უკრაინის არმიაში განსხვავებულად აფასებენ ფრონტის გარღვევისა შანსს და რისკებს.

საიდუმლო ანგარიშში FSB ჩინეთს მტერს უწოდებს და მის ტერიტორიულ პრეტენზიებზე მიუთითებს

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times აღნიშნულ საიდუმლო დოკუმენტსზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რედაქციამ მოიპოვა - დოკუმენტი არ არის დათარიღებული, მაგრამ მაღალი ალბათობით საუბარია 2023 წლის მიწურულს ან 2024 წლის დასაწყისზე.

"ჩვენ გვჭირდებით, მაგრამ თქვენც გჭირდებით"- მერცი ტრამპთან შესახვედრად ემზადება

ფრიდრიხ მერცის თვითმფრინავი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ დაეშვა - ლიდერების შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 20 საათზე დაიწყება. კომენტატორების შეფასებით, გერმანელი კანცლერის ვიზიტის მთავარი მისია იქნება "შეინარჩუნოს ამერიკის ჩართულობა ევროპის უსაფრთხოებაში."

ტრამპი "აღფრთოვანდა" SBU-ს ოპერაციით, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ართულებას ამოცანას

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ტრამპის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს - საჯაროდ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის შესახებ გასულ დღეებში უჩვეულო დუმილი შეინარჩუნა.

სამშვიდობო მემორანდუმში რუსეთის 'დენაციფიკაციას' და დემილიტარიზაციას ითხოვს

რუსული დელეგაციის მიერ უკრაინელებისთვის სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე გადაცემული დოკუმენტის ტექსტს ТАСС ავრცელებს. დღეს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელიც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

ბიბი საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის ლიდერებს ჰამასის წახალისებაში ადანაშაულებს

დასავლელი მოკავშირეები ისრაელისგან მოითხოვენ შეაჩეროს მასშტაბური იერიში და სექტორში დაუშვას მეტი ჰუმანიტარული დახმარება.

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ იწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე

ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამია ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოთხოვნაზე, რომელიც ამერიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მარტში წარადგინა და რომელიც კრემლმა უარყო.