Moderna მექსიკას 2.7 მილიონ ვაქცინას გადასცემს

 

Moderna მექსიკას 2.7 მილიონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. ქვეყანაში ომიკრონ ვარიანტის გავრცელების ფონზე ვირუსის ახალი ტალღაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით მექსიკაში 300 000-ზე მეტი ადამაინი დაიღუპა.

მთავრობის განცხადებით, ვაქცინის ამ დოზებით მასწავლებლები აიცრებიან, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს სწავლა სკოლებში აღადგინოს.

2021 წლის დეკემბრის ბოლოს მექსიკამ კუბურ ვაქცინებსაც მისცა ავტორიზაცია.

მექსიკის მოსახლეობის 57% სრულად არის აცრილი. ქვეყანაში ვაქცინაცია 10 სხვადასხვა აცრით მიმდინარეობს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები