-

გთავაზობთ The Economist-ში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს.

უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის წყალობით, ახალი ევროპის კონტურები ჩნდება. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე, ნატოს ფინეთი და შვედეთი უერთდებიან. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას 27 ქვეყნისგან შემდგარი კლუბის წევრობისთვის “კანდიდატის სტატუსი” მიანიჭა. ასევე, ღრმა ძვრებია ევროპის ისტორიულ ბირთვში. რთული პროცესების შემდეგ, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ცდილობენ გამოერკვნენ, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი მათი ქვეყნებისთვის და გადალახონ უთანხმოება.

სიმბოლურად მაინც, ფრანკო-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვა სწორად ახლა მიმდინარეობს. 6 ივნისს ოლაფ შოლცმა პოტსდამში, სადაც თავად ცხოვრობს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უმასპინძლა. ლამაზი ქალაქის ქუჩებში ორმა ლიდერმა ერთად ისეირნა, რის შემდეგაც თითქმის სამი საათის განმავლობაში სადილობდნენ. ეს არის ძალისხმევა, რომლის მიზანსაც დაძაბული პერიოდის წარსულში დატოვება წარმოადგენს.

ქვეყნებს შორის ურთოერთობა ყველაზე მეტად გასული წლის შემოდგომაზე დაიძაბა, როდესაც მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი სხდომის ჩატარებაზე სარანგეთმა უარი განაცხადა. ეს სხდომა ახლა შედგა და გერმანელებმა მაკრონი სრულფასოვანი სახელმწიფო ვიზიტით ივლისში მიიწვიეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო, უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში.

ამჟამად, ორივე ქვეყანა გამოწვევის წინაშე დგას. უკრაინაში მიმდინარე ომმა. გერმანიისთვის მისი ომის შემდგომი ეკონომიკური მოდელის საფუძველი შეცვალა , რომელიც დაფუძნებულია იაფ რუსულ ენერგიასა და ჩინეთში ექსპორტზე.

ქვეყანამ თავი დააღწია რუსულ გაზს. ათწლეულების განმავლობაში, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მუდმივად ფრთხილი გერმანია, უკრაინისთვის შეიარაღების გულუხვი მიმწოდებელი გახდა. ის დამატებით 100 მილიარდ ევროს ხარჯავს შეიარაღების შევსებასა და შესყიდვაზე. შესაძლოა, დრო დასჭირდეს Zeitenwende-ის (“ისტორიული გარდამტეხი წერტილი”) ძალაში შესვლას, მაგრამ გერმანია იცვლება.

საფრანგეთისთვის ეს ცვლილება ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ არანაკლებ ღრმა. ეს ნაკლებად ეხება ქვეყნის ეკონომიკურ მოდელს, რომელიც არ არის ექსპორტზე იმგვარად დამოკიდებული, როგორც გერმანია. ასევე, ბირთვული ენერგიის წყალობით, არც რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. პირიქით, საფრანგეთი ცდილობს ევროპის საზღვრების, ალიანსებისა და უსაფრთხოებას გადააზრებას.

ევროკავშირის გაფართოებისადმი ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილი საფრანგეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უმცროს პარტნიორად აღიქვამდა. 2003 წელს ჟაკ შირაკმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, დაგმო აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერაყში ამერიკის შეჭრის (რასაც საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა) მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მათ “ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, რომ გაჩუმებულიყვნენ.”

ჯერ კიდევ 2019 წელს, საფრანგეთმა ვეტო დაადო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

რუსეთის ომმა დააჩქარა სტრუქტურული ცვლილება, რომლის ერთი ელემენტი, სწორად ევროკავშირის გაფართოებისადმი მხარდაჭერაა. გასული წლის ივნისში, კიევში ვიზიტისას, მაკრონმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე ვეტო მოხსნა.

31 მაისს სლოვაკეთში სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა, ბევრისთვის გასაკვირად, განაცხადა, რომ ევროკავშირი, “რაც შეიძლება სწრაფად” უნდა გაფართოვდეს.

“ჩვენთვის საკითხავი არ არის, უნდა გავაფართოვოთ თუ არა (ევროკავშირი - რედ.), არამედ როგორ უნდა გავაკეთოთ ის.” - თქვა მან.

შირაკთან მიმართებაში, მაკრონმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აუდიტორიის წინაშე აღიარა: ”ჩვენ, ზოგჯერ, ხელიდან ვუშვებდით მოსმენის შესაძლებლობას.”

ასეთმა განცხადებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ადამიანების დამშვიდებაში, რომლებსაც ეჭვი ჰქონდათ, რომ მაკრონის იდეა ფართო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, ასევე ხრიკი იყო ევროკავშირის გაფართოების შესაჩერებლად.

გაერთიანება, რომლის მიზანიც ევროკავშირისა და მისი მეზობელი 44  ქვეყნის ლიდერების წელიწადში ორჯერ შეკრებაა, 1 ივნისს მოლდოვაში შეხვდა - უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით, სამიტის მიზანი ომის შედეგად დაზარალებული ქვეყნისთვის, ისევე როგორც მასპინძელი მოლდოვისთვის, ერთიანობის ჩვენება იყო. საფრანგეთი ახლა ხედავს, რომ ევროკავშირის საზღვრები უფრო აღმოსავლეთით ფართოვდება. ცოტა ხნის წინ, ალექსანდრ ადამმა, მაკრონის ყოფილმა მრჩეველმა ევროპის საკითხებში დაწერა, რომ რუსულმა ტერიტორიულმა რევიზიონიზმმა გაფართოება "გეოპოლიტიკურ აუცილებლობად" აქცია... აღარ არსებობს სტაბილური ნაცრისფერი ზონა ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

საფრანგეთის პოლიტიკის მეორე ძირეული ცვლილება უსაფრთხოებაში მოხდა. მაკრონს სურს, რომ ევროპამ მეტი გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად და ნაკლებად დაეყრდნოს ამერიკას, განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების წინ. სხვა ევროპელები ჯერ კიდევ შიშობენ, რომ ასეთი საუბარი ძირს უთხრის ამერიკის ერთგულებას ევროპის უსაფრთხოების მიმართ.

თუმცა, კონტინენტის ახალი გეოპოლიტიკა, როგორც ჩანს, საფრანგეთს უფრო ქორული (hawkish) მიდგომისკენ უბიძგებს. ბრატისლავაში მაკრონმა განაცხადა, რომ ივლისში, ალიანსის სამიტზე, რომელიც  ვილნიუსში გაიმართება, უკრაინას “ნატოს წევრობისკენ გზა” უნდა მიეცეს. ეს საკმაოდ მკვეთრი შემობრუნებაა იმ ლიდერისთვის, რომელმაც 2019 წელს The Economist-ს განუცხადა, რომ ნატო “ტვინის სიკვდილს” განიცდის და რომელიც კვლავ თავის იკავებს, ევროპის ფარგლებს გარეთ რაიმე როლის შესრულებაზე.

ახლა საფრანგეთში სერიოზული საუბრები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაეცეს უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები. 19 ივნისს თავდაცვის მინისტრები პარიზში შეხვდებიან, რათა განიხილონ ევროპის საჰაერო თავდაცვა და “ღრმა დარტყმის” შესაძლებლობები. მაკრონმა, საფრანგეთის ბირთვულ შეკავებაზე, დიალოგის გამართვის ინიციატივაც გამოთქვა.

ახალი ევროპას ჩამოყალიბებასა გერმანიისა და საფრანგეთის დისკუსიები, სავსე იქნება სირთულეებით. ერთი ჩუმად და ფრთხილად, მეორე გრანდიოზულად და რისკიანად - ორი ლიდერი ერთმანეთის წაკითხვას ცდილობს. დუეტი ახლა გაერთიანდა გაფართოებაზე, მაგრამ მიმდინარეობს მწვავე დისკუსიები ევროკავშირის შიდა მუშაობის ახალ წესებზე, რაც შემდგომი გაფართოების საწინდარია. განსხვავებები ბირთვულ ენერგიაზე, თავდაცვის შესყიდვებზე და ფისკალურ წესებზე რჩება. გერმანია, ისევე როგორც ამერიკა, ფრთხილია უკრაინისა და ნატოს მიმართ. ქვეყანა აღშფოთებულია მაკრონის პერიოდული გულწრფელობით. საფრანგეთი კი იმედგაცრუებულია შოლცის მმართველი კოალიციის დაბნეულობითა და ნელი მოქმედებით.

რუსეთის ომმა უკრაინაში, ევროპელებს ასწავლა, რომ მათი კონტინენტის მოწყობა, ნებისმიერი სახით, ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე კავშირი პარიზსა და ბერლინს შორის. დღეს, გერმანია ნაკლებ დროს ხარჯავს საფრანგეთზე წუხილზე, ხოლო საფრანგეთი უფრო მეტად ცდილობს, რომ დაუკავშირდეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს. მიუხედავად ამისა, ბლოკში ცოტა რამ კეთდება, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ შეთანხმება შეძლონ.

როგორც წესი, ისინი განსხვავდებიან უმრავლეს საკითხებში, მაგრამ იზიარებენ ნებას ამ განსხვავებების აღმოფხვრისთვის. ამ უნარის გამოვლენა, გადამწყვეტი იქნება ახალი ევროპის ფორმის განსაზღვრისთვის.

მსგავსი სიახლეები