ის, რაც მოგვიანებით კეთილდღეობის სახელმწიფოს საფუძვლად იქცა 1942 წელს მოკავშირეებმა მოკლე ბუკლეტების სახით ბროშურებზე გადაიტანეს.
ახალი კონტრაქტი პენსიონერებს სთავაზობდა ფინანსურ უზრუნველყოფას, მუშაობის შესაძლებლობის არმქონეებს და დაუსაქმებლებს კი ჯანდაცვას. ჯერ კიდევ ბროშურების დაბეჭდვამდე გასაგები გახდა, რომ მის შინაარსს მხარს უჭერდა ყველაზე სოციალური ჯგუფი. ბროშურები 22 ენაზე ითარგმნა და მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა ეს ბროშურები ნაცისტური გერმანიის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოყარეს.
მოგვიანებით ამ ბროშურის ორი ასლი ადოლფ ჰიტლერის ბუნკერშიც აღმოაჩინეს. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მიმართ სწრაფვა დღეს იშვიათია.
იდეის მემარჯვენე კრიტიკოსების აზრით, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო კაპიტალიზმს და ინდივიდებს დინამიზმისგან ცლის. ბევრი მემარჯვენე პოლიტიკოსის აზრით, კეთილდღეობის სახელმწიფო არა შავი დღეზე გათვლილი დახმარება, არამედ წამოსაწოლი ჰამაკია, რომელიც ადამიანებს აზარმაცებს და მათ სხვის კმაყოფაზე ცხოვრებას აჩვევს.
გერმანელი ფილოსოფოსი პეტერ სლოტერდიკი იდეას ფისკალურ კლეპტოკრატიას უწოდებს. მარცხენა ფლანგიდან ხშირად ისმის კრიტიკა, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო სინამდვილეში მხოლოდ დროებით დათმობას წარმოადგენდა კაპიტალისტური სისტემის წინაშე და ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი გარდამავალი წერტილი ჭეშმარიტად სოციალისტური სისტემის ამუშავებდა.
ზოგადად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეას მემარცხენეები თავიანთ მემკვიდრეობად მიიჩნევენ და ხშირად საუბრობენ, რომ ამ იდეას დიდი საფრთხე ემუქრება. მართლაც, მოსახლეობის დაბერება, იმიგრაცია და შრომის ახალი ფორმები ამ იდეისთვის ახალ საფრთხეებს ქმნის, რომელიც არ არსებობდა, როდესაც ამ იდეის განხორციელება დაიწყო.
ჯამურად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მიმართ მიმზიდველობა ბოლო წლებში განუხრელად იკლებდა, ეს განსაკუთრებით თვალში საცემი იყო მდიდარ სახელმწიფოებში - 1980 წლებში გაცილებით უფრო მეტი რესპუბლიკელი გეტყოდათ, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იყოს საკვებით და საცხოვრებლით, ვიდრე დღეს.
რას ნიშნავს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო?
ამ იდეას მსოფლიოში რამდენიმე სახელი აქვს: შვედეთში ის ცნობილია როგორც Folkhemmet, რაც თარგმანში ხალხის საერთო სახლს ნიშნავს. გერმანიაში იდეა Sozialstaat-ის სახელით არის ცნობილი, რაც თარგმანში სოციალურ სახელმწიფოს ნიშნავს. ანგლოფილურ მსოფლიოში იმავე რამეს welfare state-ს ეძახიან, რისი ყველაზე ზუსტი თარგმანიც კეთილდღეობის სახელმწიფო იქნება. თანამედროვე მსოფლიოში ამ იდეის წარმომავლობის შესახებ ხშირად არასწორი წარმოდგენებია გავრცელებული.
კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა ნაკლებად უნდა განვიხილოთ მემარცხენე პოლიტიკური აზრის პროდუქტად, რამდენადა იმ ინტელექტუალური კოალიციისა, რომელიც შემკვრელი იდეაც ლიბერალიზმი იყო. იმ დროის ლიბერალებს მიაჩნდათ, რომ ადამიანებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთ ცხოვრებაზე, თუმცა გასაჭირს ჟამს მათ სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს. მათ წარმოდგენაში კეთილდღეობის სახელმწიფო არ ყოფილა ინდუსტრიალიზებული ქველმოქმედება, რამდენადაც ეს იყო თავისუფალი ბაზრის მიერ დატოვებული ცარიელი ადგილის შემავსებელი.
კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე 19-ე საუკუნეში წარმოშობილი ფორმა. ანტიკურ რომი ღარიბებისთვის მარცვალს არიგებდა, იმავე ანტიკურ იპრში სახელმწიფო ცდილობდა თანხების შეგროვებას, რათა ღარიბები მუშაობისთვის საჭირო უნარებით აღეჭურვა. ინდუსტრიული რევოლუციის წლებში ინგლისში შენდებოდა საცხოვრებელი, რომელშიც ყველაზე გაჭირვებულები სხვადასხვა სასარგებლო შრომის სანაცვლოდ საკვებს და მუდმივ საცხოვრებელს იღებდნენ.
ლიბერალური მემკვიდრეობა
ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან თავისუფალი ბაზრებს განვითარებამ და გავრცელებამ მკვეთრად გაზარდა მოსახლეობის სოციალური დაცვის მოთხოვნები. უკვე ამ დროისთვის ნათელი იყო, რომ ტრადიციული ქველმოქმედება და დასავლური ეკლესიები ვერ უმკლავდებოდნენ პრობლემას, რამდენადაც მასობრივმა ურბანიზაციამ დაასუსტა ტრადიციული სოციალური კავშირები. ცხადია, წნეხი მარცხენა ფლანგიდან მოდიოდა, თუმცა ცვლილებებზე რეაგირებდნენ კონსერვატორებიც.
ასე მაგალითად ევროპაში სოციალური დაზღვევის პირველი მექანიზმები ოტო ფონ ბისმარკმა 1880-იან წლებში შემოიღო. ბისმარკის მაგალითად სოციალური მღელვარების თავიდან ასაცილებლად მიჰყვნენ სხვა ევროპელი ლიდერებიც. კონსერვატორების წვლილის მიუხედავად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მთავარი პროპონენტები უმთავრესად მაინც ლიბერალები იყვნენ.
ისეთი ლიბერალი მოაზროვნეები როგორებიც იყვნენ ჯონ სტიუარტ მილი და ლეონარდ ჰობჰაუსი წერდნენ, რომ თავისუფლება ნიშნავს ადამიანის ხელმისაწვდომობას ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და უსაფრთხოებაზე, რათა ესწრაფოს მისთვის სასურველ ცხოვრების წესს.
კეთილდღეობის სახელმწიფოს თანამედროვე ჩანასახი
სწორედ ეს იდები იქცა პირველი სახელმწიფო საპენსიო სქემების და უმუშევრობის კომპენსაციის საფუძვლად ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანეთში.
კეთილდღეობის სახელმწიფოს განვითარება დიდმა დეპრესიამ და მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა. ამავე ომმა გააერთიანა სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ერთი მტრის წინაშე და რამდენადაც საშუალო კლასის წინაში მსგავსი რისკები იდგა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეაც გაფართოვდა.
წარმოიშვა დებატები რა შემთხვევაში როგორი უნდა ყოფილიყო სოციალური პროგრამები, რა პირობებზე უნდა ყოფილიყო ის დაფუძნებული, ხო არ გამოიწვევდა ეს მოქალაქეების გაზარმაცებას და ა.შ. ამ ვითარებაშიც ლიბერალური ბალანსი დადგინდა, რომლის არტიკულირებაც შემდეგნაირად შეიძლება - "მანამ სანამ ვიღაცებისთვის იქნება ნამცხვარი, მანამდე ყველასთვის უნდა იყოს პური" ამასთანავე, ამ იდეის მომხრეები მკვეთრად მიჯნავდნენ, რომ მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო არ ყოფილიყო აღქმული როგორც საჩუქრების და უფასო ცხოვრების წყარო, რომლის საფასურსაც არავინ იხდის.
ამ იდეის განხორციელების ასპარეზად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მდიდარი ქვეყნები იქცა - უკვე 1954 წლის კეთილდღეობის სახელმწიფოს ფუნდამენტური მექანიზმები თითქმის ყველა ინდუსტრიალიზებულ და მდიდარ სახელმწიფოში არსებობდა. საუბარია ისეთ მექანიზმებზე როგორიცაა: სოციალური დაზღვევა, გაჭირვებულების დახმარება, უფასო ან სუბსიდირებული ჯანდაცვა და შრომითი უფლებები.
დუაით ეიზენჰაუერი, რომელიც იმ დროს აშშ-ს პრეზიდენტი იყო ამბობდა - "თუ კი რომელიმე პარტია შეეცდება სოციალური უსაფრთხოების სისტემის მოშლას, მისი პოლიტიკური ისტორია იმწამსვე დასრულდება". კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპები და ფორმები ყოველთვის განსხვავდებოდა ქვეყნების მიხედვით, მაგრამ ეს განსხვავებით კიდევ უფრო გაიზარდა 1970 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ.
დანიელი სოციოლოგი გოსტა ესპინგ ანდერსენი კეთილდღეობის სახელმწიფოს 3 ვარიანტს აღწერს:
- სოციალ-დემოკრატიული, რომელიც ძირითადად სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს. ეს მოდელი ხასიათდება დიდი სახელმწიფო ხარჯებით და ძლიერი პროფესიული გაერთიანებებით.
- კონსერვატიული, რომლის მთავარი არენაც გერმანია იყო, ეს სისტემა აგებულია ტრადიციულ ოჯახებზე და გაზიარების ძლიერ პრინციპზე.
- ანგლო-ამერიკული ეს არის კეთილდღეობის სახელმწიფოები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ არა უნივერსალურ პროგრამებზე, არამედ გარანტირებულ მინიმუმზე.
კეთილდღეობის სახელმწიფოს ყველაზე ხშირი კრიტიკა ის არის, რომ ამგვარმა მიდგომამ ჩამოაყალიბა მუქთახორობის კულტურა. აქედან გამომდინარე დროთა განმავლობაში ეს პროგრამები გაცილებით უფრო დეტალიზებული და სხვადასხვა პირობებზე მორგებული გახდა. რაც თავის მხრივ ამ პროგრამის ბენეფიციარებს აიძულებდა აქტიურად ეძებნათ სამსახური.
უმუშევრების დასახმარებლად ბევრ ქვეყანაში ამოქმედდა ე.წ. აქტიური შრომითი ღონისძიებები, რაც რეალურად მოქალაქეების გადამზადებას და ახალი პროფესიის ათვისებას გულისხმობდა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა გლობალურად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ზომა ბოლო წლებში არ შემცირებულა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის პოლ პირსონის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში სახელწოდებით გაყინული ლანდშაფტი მოყვანილია მონაცემები, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა სოციალური პროგრამების ხარჯები 1980 წლის შემდეგ რეალურ გამოსახვაში არ გაზრდილა, თუმცა არ შემცირებულა. ამგვარად გამოდის, რომ კეთილდღეობის სახელმწიფო არ არის იმდენად რედისტრიბუციის იდეა, რამდენადაც ის, რასაც ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი ნიკოლას ბარი მდგრადი მოხმარების მექანიზმს უწოდებს.
ბარის მტკიცებით კეთილდღეობის სახელმწიფო უზრუნველყოფს არა იმდენად რედისტრიბუციას მდიდრებიდან ღარიბებზე, რამდენადაც ახალგაზრდებიდან მოხუცებზე - სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ახალგაზრდობისას გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფს თავის სიბერეს. კიდევ ერთი ცრუ წარმოდგენა კეთილდღეობის სახელმწიფოს ხარჯვის და ეკონომიკური ზრდას შორის კავშირს ეხება.
ქვეყნების გამდიდრებასთან ერთად იზრდება სახელმწიფოს ხარჯების წილი მშპ-ში. ასე მაგალითად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში სოციალური დაცვის ხარჯები 1960 წელს მშპ-ს მხოლოდ 5%-ს შეადგენდა, 1980 წელს უკვე 15%-ს, ხოლო 2016 წელს უკვე 21%-ს. 2011 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ეკონომისტები ანდრეას ბერგმა და მაგნუს ჰენკერსონმა დაასკვნეს, რომ სახელმწიფოს ზომის 10%-იანი ზრდა მშპ-ს ზრდას საშუალოდ 0.5-1%-მდე შენელებას იწვევს.
მიუხედავად ამისა, 2 000 წლიდან მოყოლებული კანადამ და სკანდინავიის ქვეყნებმა შეძლეს სახელმწიფოს მზარდი ხარჯვის და მაღალი ეკონომიკური ზრდის შეთავსება. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ლინდერტი ამ ფენომენს უფასო ლანჩის ბუშტს უწოდებს. საქმე ის არის, რომ დახარჯული თანხების რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანია თუ როგორ იხარჯება ეს თანხები. ჩვილებზე ზრუნვის პროგრამა, რომელიც ძირითადად ქალებს ეხმარება შეინარჩუნონ სამსახური ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს.
ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის ამოქმედების შემდეგ აშშ-ში გაიზარდა იმ მშობლების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი ბიზნესი გახსნეს. გარდა ამისა ეკონომიკური ზრდა ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული - 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სკანდინავიურმა ქვეყნებმა და კანადამ ეკონომიკის ლიბერალიზაციას მიმართეს, მათ მოახდინეს სახელმწიფო მონოპოლიების პრივატიზაცია, შეამცირეს რეგულაციები და სავაჭრო ბარიერები. ბევრმა მათგანმა შეინარჩუნა სახელმწიფო ხარჯების დონეც.
"დიდი კეთილდღეობის სახელმწიფოები უნდა გახდნენ უკეთესი კაპიტალისტები, რათი შეინარჩუნონ თავისი სოციალიზმი",- ამბობს ნისკანენის ცენტრის მკვლევარი, ვილ ვილკინსონი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სახელმწიფოს კვლავ შეუძლია წაახალისოს დასაქმება და მოქალაქეებს აქტიურობისკენ უბიძგოს და ამასთანავე გაუწოდოს დახმარების ხელი, როდესაც ამის საჭიროება დგება. კოვიდის პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა გლობალური ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები და უკვე ნათელია, რომ მხოლოდ დარტყმის შემცირება მომავალ შოკებთან გასამკლავებლად საკმარისი არ იქნება.
ეს ემუქრება თაობათა შორის არსებულ დაუწერელ კონტრაქტს. ბრიტანული კვლევითი ცენტრის, Resolution Foundation-ის თანახმად, ბრიტანეთში „ბეიბი-ბუმერები“ შეიძლება იმაზე მეხუთედით მეტს იღებდნენ შემწეობით და სერვისებით, ვიდრე გადასახადებში გადაიხადეს. ფისკალური პოლიტიკის შემსწავლელი ორგანიზაციის, Office for Budget Responsibility-ს შეფასებით კი ამჟამინდელი კეთილდღეობის სახელმწიფოს მოსამარაგებლად საჭირო იქნება, რომ 2066 წლისთვის მშპ-სთან მიმართებით ხარჯვა 7%-ით გაიზარდოს და 45%-ს ასცდეს, რაც გაზრდილ გადასახადებსაც გულისხმობს. სხვა დანარჩენებთან ერთად, დანიამ და ფინეთმა საპენსიო ასაკი სიცოცხლის ხანგრძლივობას მიაბეს. 2022 წელს იმავეს იზამს ნიდერლანდებიც.
გერმანიაში, იაპონიაში, პორტუგალიასა და შვედეთში საპენსიო დონე დასაქმებულთა და უმუშევართა ურთიერთპროპორციასაა მიბმული. სხვაგან კი რეფორმა რთული აღმოჩნდა. OECD-ის ექვსი ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო ორ წელიწადში საპენსიო ასაკი შეცვალეს, სამს დაგეგმილ ზრდაზე უარის თქმა მოუხდა. კეთილდღეობის სახელმწიფოს კიდევ ერთი გამოწვევა იმიგრაციაა. 1978 წელს მილტონ ფრიდმანი ამბობდა, რომ შეიძლება გქონდეს ღია საზღვრები ან ყველასადმი ხელგაშლილი კეთილდღეობის სახელმწიფო, მაგრამ ორივე ერთად შეუძლებელია. ამასთან, გადასახადის გადამხდელები ნაკლებად კრიტიკულად უყურებენ ხარჯებს, რომლებიც „მათნაირებზე“ ზრუნვისთვისაა განკუთვნილი. ექსპერიმენტული მტკიცებულების თანახმად მრავალფეროვნებასა და ხელგაშლილობას შორის ბუნებრივი კონფლიქტია.
მაგალითისთვის, კვლევებით დასტურდება, რომ შვედებს ბულგარელი იმიგრანტებისთვის ნაკლები ემეტებათ, ვიდრე ჰოლანდიელებისთვის. კიდევ ერთ კვლევაში, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა და 114 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს, დგინდება კავშირი მიგრანტების მაღალ წილსა და კეთილდღეობის სახელმწიფოს მიმართ დაბალ მხარდაჭერას შორის. ანდაც, ჩანს დაბალი მხარდაჭერა „ჩამოსულებისადმი“ უცაბედი ხელგაშლილობის მიმართ. 2002-2012 წლებში ევროპის ქვეყნებში ცვალებად განწყობებზე ჩატარებულ კვლევაში დაადგინეს, რომ მზარდია როგორც ადგილობრივების სასარგებლოდ რედისტრიბუციის მხარდაჭერა, ისევე ახლად იმიგრირებულებისთვის სოციალურ უზრუნველყოფაზე ავტომატური წვდომის მიმართ წინააღმდეგობა.
ასეთ შეხედულებაზე აპელირება ისეთი პოპულისტების მთავარი იარაღია, როგორებიც არიან ეროვნული გაერთიანება საფრანგეთში, შვედი დემოკრატები და დანიის სახალხო პარტია, რომელმაც საკვანძო როლი შეასრულა დანიაში ევროკავშირის გარედან ჩასული იმიგრანტებისთვის სოციალური დახმარების უფლების შეზღუდვაში. თუმცა „სახელმწიფო შემწეობის შოვინიზმს“ მარტო დანია არ მისდევს. 1990-იანებში ბილ კლინტონის რეფორმებმა შეზღუდა იმიგრანტების წვდომა დახმარებაზე. ახლახანს კი შვედეთმა ახალი იმიგრანტებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტი შეზღუდა და ზოგიერთი თავშესაფრის მაძიებლისთვის ფულადი დახმარება შეამცირა.
სხვა კვლევებიდან ის ჩანს, რომ საზოგადოებრივ განწყობებს სოციალური დახმარების ბუნება განაპირობებს. აალბორგის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტიან ლარსენმა დაასკვნა, რომ დანიელების მცირე უმრავლესობა სწორად მიიჩნევდა, იმიგრანტებს თავიდანვე ჰქონოდათ წვდომა ჯანდაცვასა და საჯარო განათლებაზე. ბევრად ცოტა ემხრობოდა, რომ ხელგაშლილობა უმუშევრობისა და ბავშვთა შემწეობებზეც გავრცელებულიყო. ამასთან, საზოგადოებრივი განწყობა იმიგრანტების მიმართ მერყევია და პოლიტიკური კლიმატის მიხედვით იცვლება ხოლმე. მაგალითად, 2011 წელს ბრიტანელების 40% ამბობდა, რომ იმიგრანტები ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას „ძირს უთხრიდნენ“, მხოლოდ 26% თვლიდა, რომ პირიქით, ამდიდრებდნენ. შარშან კი, ბრექსიტის რეფერენდუმის ფონზე, მხოლოდ 23% ემხრობოდა „ძირის გამოთხრას“, 44% კი „გამდიდრებას“.
თუ მიგრაცია კეთილდღეობის სახელმწიფოს მეორე გამოწვევაა, შეიძლება, ნაწილობრივ პირველი გამოწვევის პასუხიც კი იყოს: დაბერების. ბრიტანეთსა და დანიაში ჩატარებული ეკონომიკური კვლევების თანახმად, როგორც მინიმუმ 2002 წლის შემდეგ, ევროკავშირიდან ჩასულმა მიგრანტებმა გადასახადებში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე საჯარო სერვისებიდან მიიღეს. მესამე გამოწვევა ცვალებად შრომის ბაზართან მორგებაა. “კეთილდღეობის სახელმწიფო ჩამოყალიბდა დიდი მთავრობის, დიდი კომპანიებისა და დიდი პროფკავშირების ხანაში“, წერს კემბრიჯის პროფესორი ენდრიუ გემბლი წიგნში „გადარჩება კეთილდღეობის სახელმწიფო?“. უმეტეს ქვეყნებში მიიჩნევდნენ, რომ ყველა მამაკაცი დასაქმებული იქნებოდა.
დღეს ეს მოსაზრება კრიტიკას ვეღარ უძლებს. OECD-ის ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც მის შვიდ წევრ სახელმწიფოში ჩატარდა, სტაბილური, სრულ განაკვეთიანი სამსახური შრომითი ასაკის მოსახლეობის 60%-ს ჰქონდა. დანარჩენი 40%-იდან თითქმის ერთი მეოთხედი უმუშევრის განმარტების მთავარ კრიტერიუმს თავისუფლად აკმაყოფილებდა: არ აქვს სამსახური, მაგრამ ეძებს. უმეტესობა შრომითი ბაზრიდან გავიდა ან საათების არასტაბილური რაოდენობით მუშაობდა. მიზეზები რთული და თანაკვეთაშია, მაგრამ მოიცავს ისეთ სტიმულებსა და შემაკავებელ ფაქტორებს, რაც შემწეობის რთული სისტემის შედეგია ხოლმე.
ბევრ ქვეყანაში, სადაც უმუშევარი სამსახურს პოულობს, შემწეობა ისე ეხსნება, რომ მაღალი ზღვრული ეფექტური გადასახადი ეკისრება. OECD-ის ქვეყნებში უმუშევართა თითქმის 40% სამუშაოს პოვნის შემდეგ 80%-ზე მაღალ საგადასახადო მარჟას აწყდებოდა. შემწეობის მიმღებნი ხშირად ბიუროკრატიული მახეების მსხვერპლნიც ხდებიან. მაგალითად, ზოგიერთს კვირები უწევს ლოდინი სამსახურის დაკარგვიდან შემწეობის მიღებამდე (იმდენად დიდი ხანი, რომ ბევრი მათგანი მევახშეების წყალობაზეა). შესაძლოა, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ასეთი პრობლემების თავიდან არიდების ერთ-ერთი გზა იყოს. ამან შეიძლება ბევრი განსხვავებული ფორმა მიიღოს, თუმცა თავისი არსით ავად ნაცადი შემწეობის სისტემებს ერთი, უპირობო, საყოველთაო სისტემით ანაცვლებს.
შოტლანდია და ნიდერლანდები უკვე ატარებენ ექსპერიმენტებს საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე და წესით, მათ კიდევ ბევრი უნდა მიჰყვეს. თუმცა ჯერ მაინც არც ერთ ქვეყანაშია შრომითი ასაკის მოსახლეობის შემწეობის სისტემის საფუძველში. ახლახანს, OECD-მ საბაზისო შემოსავლის ორი მოდელი შეიმუშავა. პირველი გულისხმობს, რომ ქვეყნების მიერ შემწეობაზე გაღებული ხარჯები ყველაზე თანაბრად იყოფა, ანუ ეს რეფორმა ისეთია, რომ შემოსავალს არ ითვალისწინებს. მეორე შემთხვევაში ყველა იმხელა შემწეობას მიიღებს, რაც საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და თუ აუცილებელი გახდა, გადასახადებიც გაიზრდება.