-

მიკ მარანი სულ რამდენიმე დღეა, რაც ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან წამოვიდა და სახელმწიფო სატყეო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. 

წამოსვლამდე, ცოტა ხნით ადრე, მან ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (ERR News-ს) ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ საქმიანობაზე, რუსეთზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და დასავლეთის შესაძლელობებზე ისაუბრა.

ინტერვიუს დასაწყისში და ბოლოში, საუბარი, დიდწილად, ესტონეთის შიდა პოლიტიკურ და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის პერსონალურ საკითხებს ეხება, მაგრამ ეს ნაწილი, განზრახ არ ამოვიღეთ, რადგანაც ვთვლით, რომ კარგად ასახავს იმ სურათს, რასაც თანამედროვე ესტონეთის შემთხვევაში - ევროკავშირის წარმატებული ქვეყნის სახით ვხედავთ. 

სადაზვერვო უწყების გამჭირვალეობა, სხვა სამსახურის წარმომადგენლის მიერ კრიტიკა და ახალი თანამდებობის მისაღებად, გამოცდების ჩაბარება - მიკ მარანის მონაწყოლზე დაფუძნებით, შეგვიძლია დავინახოთ, როგორ მუშაობს ესტონეთის საჯარო სამსახური. 

ცხადია, ამ ინტერვიუს ცენტრალური ნაწილი, უკრაინაში მიმდინარე ომის გაანალიზება, სამომავლო სცენარების წარმოდგენა და ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის მეთოდიკაა, რაც ქართული აუდიტორიისთვის, საინტერესო უნდა იყოს. 

გთავაზობთ ინტერვიუს სრულად, რომელიც 26 ოქტომბრით არის დათარიღებული.

მიზეზი, რატომაც ახლა ინტერვიუს ვწერთ, გახლავთ ის, რომ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში, თქვენი ვადა, ერთ კვირაში ამოიწურება [უკვე ამოიწურა.რედ]. ეს ხდება, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსაფრთხოების კრიზისის მიმდინარეობისას და ამ თანამდებობაზე, თქვენი ვადის ამოწურვამდე. ასეთ სიტუაციაში წასვლა, ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად კეთდება და ვიღაც უკმაყოფილოა? 

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არასწორ ქმედებებთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ, მე უკვე 7 წელია, რაც ამ სააგენტოს ხელმძღვანელი ვარ, ხოლო გასული 23 წლის განმავლობაში, ეროვნულ თავდაცვაში ვიმუშავე. 

ამ შვიდი წლის განმავლობაში, ბევრი ჩემი დასავლელი კოლეგა მახსენდება, მათ შორის CIA-ს ოთხი ხელმძღვანელი, ბრიტანული დაზვერვის ორი უფროსი, სამი ლიეტუვური სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებს შორის, მე ყველაზე დიდხანს მეკავა ეს თანამდებობა.

ალბათ, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ არასდროს არ არის კარგი დრო, დაზვერვის სამსახურის უფროსის შესაცვლელად. ვიხსენებ რა, ჩემს განვლილ დროს ამ პოსტზე, არ მახსენდება ისეთი მომენტი, როდესაც ვიტყოდი, რომ კრიზისში ან კრიზისის ზღვარზე არ ვართ. 

შესაბამისად, ამჯერად ხმამაღლა და გარკვევით, მიკ მარანთან ვერ ვიპოვით "კარადაში ჩონჩხებს"?

არა! არ არსებობს ჩონჩხები. უბრალოდ, შვიდი წელი, ძალიან დიდი დროა აღმასრულებლისთვის. ზაფხულის დასაწყისში, მე დავაკვირდი ჩემს ენერგიასა და ტემპერატურას, როგორც ლიდერის და აღმოვაჩნე, რომ ახალი გამოწვევის დრო დამდგარიყო. 7 წელი საკმარისი დროა ნებისმიერი მმართველისთვის, რომ საკუთარი იდეების რეალიზება შეძლოს.

მახსოვს, როდესაც მეორე ვადით არჩევაზე განაცხადი გავაკეთე, ეს იმ მიზნით ვქენი, რომ სამსახურში ახალი გატარებული იყო ძირეული რეფორმები. მე მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცვლილებები მაქსიმალურად გატარდებოდა. დღეისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში ძალიან შეუფერხებლად მიდის.

და მაინც, სკეპტიციზმი და კითხვის ნიშნები რჩება, დიდწილად იმ მიზეზით, რომ თავდაცვის სამინისტროს მდივნის ყოფილი მოადგილე, მეელის ოიდსალუმ, გრძელ მოსაზრებაში, თქვენს მიმართ, ნაკლებად დიპლომატიური კრიტიკა გამოთქვა, რაც ფართო საზოგადოებისთვის, შესაძლოა, რთული გასაგება აღმოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი აზრით - ბრძოლის შუაგულში, თქვენ ბორცვებზე დარბოდით.

ეს ასე არ არის, თუმცა მსურს, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურს, განსაზღვრული აქვს განსაკუთრებული უფლებები და მოვალეობები, რაც იმას ნიშნავს, რომ სიზუსტე მყარად არის მის დნმ-ში კოდირებული. სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა დავალება და ვიყავით ზუსტები, მთავრობის სადაზვერვო მოლოდინებთან მიმართებით.

ჩვენ ვიყავით ბეჯითები, როდესაც საქმე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ შეთანხმებებს ეხება. სხვადასხვა მიზნები და ამოცანები, რომელიც წლების განმავლობაში, ჩვენ ერთად დავსახეთ, 100%-იანი სიზუსტით შესრულდა.

ეს მოიცავს იმ მიზნებსაც, რომელიც სამინისტროსთან ერთად, გასული წლის ბოლოს  შევათანხმეთ. მესამე, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ არის სხვადასხვა ესტონური სააგენტოსა და ინსტიტუციის მიერ, დაწყებული პარლამენტის თავდაცვთი სააგენტოების მონიტორინგის კომიტეტით, გაგრძელებული იუსტიციის კანცლერით, აუდიტის სამსახურიტა და თავად სამინისტროს მიერ.

ყველა ამ ინსტიტუტს, მუდამ ეძლეოდა საკმარისი ინფორმაცია, პასუხები მათ კითხვებზე, რათა დარწმუნებულები ყოფილიყონ, რომ სწორ სამუშაოს ვატარებდით. ხოლო, სანამ ჩემი ყოფილი კლასელის სამარცხვინო სტატიას განვიხილავთ, მე კიდევ ერთხელ გამოვიყენებ შესაძლებლობას და გავასწორებ იმ უმნიშვნელოვანეს შეცდომას, რომელიც ავტორმა დაუშვა. საგარეო დაზვერვის სამსახურს არ გააჩნია მილიონი ევროს ღირებულების მინის სახურავი.

მეტიც, ამის მეოთხედიც არ ღირს. უბრალოდ, ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს, ოფისის ახალი ნაწილის აშენებით, თანამედროვე სამუშაო პირობები მიეცა. 

ინფორმირებულმა ჟურნალისტებმა დაწერეს სტატია, სადაც ნათქვამია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, 2021 წლის ზაფხულში, ნერვიულობის საბაბი გახდა. სამინისტროში იყო აღქმა, რონ ბელარუსი მიგრანტების კრიზისის, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების კონცენტრაცისა და "ზაპადის" - რუსეთის მოსამზადებელი წვრთნების პარალელურად, თქვენი სამსახურის რეაქცია ნელი იყო. 

არა. საგარეო დაზვერვის სამსახური ნელი არ ყოფილა, ის ყოველთვის ადგილზე იყო. თქვენს მიერ ჩამოთვლილი სამი ინციდენტი, არ არის დაკავშირებული. მათი კომბინაცია, ესტონეთსითვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდა. ჩვენ დავრჩით საკუთარ მოსაზრებებზე და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. 

თქვენ შვებულებაში იყავით, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა. თუ სწორად მახსოვს, ივლისი იყო. თქვენ შვეულებაში იყავით, რა დროსაც, მოადგილესა და თავდაცვის მინისტრს უნდა დაერეკა თქვენთან, რათა სამსახურში დაბრუნებულიყავით. მეელის ოიდსალუმ მოგვიანებით გაიხსენა, რომ თუკი არ დაბრუნდებოდით, ის თქვენს გალახვას აპირებდა.

სამსახური ყოველთვის მუშაობს, იმ შემთხვევაშიც, თუკი უფროსი ან მისი რომელიმე მოადგილე, ადგილზე არ არის. მე არაერთი, ძალიან უნარიანი მოადგილე, რომლებიც ყოველთვის აკონტროლებენ სიტუაციას და ინფორმაციისა და შეფასებების ხელმიასწვდომობას უზრუნველყოფენ.  

თქვენი აზრით, რა არის ანგარიშის გასწორებისა და ჭუჭყიანი სარეცხის გამომზიურების მიზეზი?

სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. ეს არის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ არ მაქვს ამოხსნილი. წლების განმავლობაში, მეელის ოიდსალუ და მე, კოლეგებთან ერთად, მეგობრებიც ვიყავით. ჯერ კიდევ 2000 წელს, თავდაცვის სამინისტროს იგი მე წარვუდგინე. ის ჩემი ახლო კლასელი იყო და ძალიან ჭკვიანი ადამიანია. რა თქმა უნდა, გასულ წელს ემოციები ჭარბობდა, ყველას საკუთარი მოსაზრება და ხედვა ჰქონდა, რა შეიძლება მომხდარიყო. ჩვენ გვქონდა საკუთარი ვერსია, რასაც ვეყრდნობით. ეს, ასეც უნდა იყოს. სადაზვერვო შეფასებები ყოველთვის დამოუკიდებელი უნდა იყოს. 

მიკ მარანი ანგარიშის წარდგენის დროს

გქონდათ თუ არა კავშირი მასთან, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ? 

დიახ, თავისთავად. ჩვენი შვილები ერთი და იგივე ხალხური ცეკვის გაკვეთილზე დადიან. მათი წარმოდგენების სანახავად, ჩვენ დავდვიართ. 

და, როგორ გამოიყურება ასეთი შეხვედრები? 

ვართმევთ ერთმანეთს ხელს და ვსაუბრობთ. ვიღებთ ფოტოებს. 

იმ დროს, როდესაც თქვენ ამ სამსახურს შეუერთდით, მას კვლავ ეძახდნენ საინფორმაციო საბჭოს. საგარეო დაზვერვის სამსახური (EFIS) თქვენს დროს დაერქვა. დაიწყო ყოველწლიური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტის შექმნა. ნიშნები იმისა, რომ თვითრწმენა იზრდებოდა თუ...? 

ნამდვილად. დრო და დრო, მე კვლავ ვაწყდები მოსაზრებებს, რომ დაზვერვა უფრო ღია უნდა იყოს, მაგრამ თუკი გავაკეთებთ შედარებას, სად ვიყავით 2002 ან 2014 წელს და სად ვართ დღეს, ვნახავთ, რომ სამსახური გაცილებით უფრო გამჭირვალეა. მე მჯერა, რომ ესტონელ გადასახადის გადამხდელებმა იციან ამ სამსახურის არსებობის შესახებ და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა იციან, რა არის ამ სამსახურის ზოგადი საქმიანობა. მე მჯერა, რომ ეს არის უნივერსალური ტენდენცია, დასავლურ სადაზვერვო სამსახურებში. 

რაც შეეხება სახელის შეცვლას, მე ვფიქრობ, რომ ეს დაახმერა სააგენტოს ფოკუსის შენარჩნებაში. რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენ ვარსებობთ, რათა შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც საციცოხლოდ მნიშვნელოვანია იმ საგარეო საფრთხეებთან მიმართებით, რომელსაც ესტონეთის რესპუბლიკა აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საბჭო ელეგანტური სახელია სააგენტოსთვის, მე ის ცოტა ბუნდოვნად მეჩვენება. 

მართალია, რომ სააგენტოს ძველი სახელი იმდენად შეცდომაში შემყვანი იყო, რომ ხალხი თქვენს ასისტენტს, კინოსეანსის გასაგებად ურეკავდა? 

დიახ, და ბოლოს, ჩემს ასისტენტს მობეზრდა ამ ყველაფრის ახსნა, ამიტომ აიღო ფილმების განრიგი, რათა ხალხისთვის ეთქვა, სად რას აჩვენებდნენ და როდის. კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ხშირად ვიღებდით, შეეხებოდა საფლავის ქვებს, აინტერსებდათ, სად უნდა შეეძინათ, რა ღირდა და როგორ გაეკეთებინათ გრავიურა, რადგანადაც Raumae-ს სასაფლაო ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ხალხი ძალიან ბრაზობდა, როდესაც საინფორმაციო საბჭო მათ სათანადო მონაცემებს ვერ აწვდიდა. 

რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად? ვფიქრობ, ბევრი დეტალის გამხელა არ შეგიძლიათ?

ნამდვილად მსურს, მაგრამ არ შემიძლია. შესაძლოა, 50 წლის შემდეგ კვლავ შევხდეთ და ვისაუბროთ.

მაგრამ მართალია, რომ ყველა დიდი წარმატება არის მთავარი პრობლემა, რომლის თავიდან არიდებაც შეძელით? 

ნამდვილად. ქმედებები, რომელიც ხელს უშლის მტრული სახელმწიფოების სურვილს ან ძალისხმევას, რომ მოაწყონ რაიმე. გამარჯვებების თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ სადაზვერვო სამყაროში, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება არა საიდუმლო მასალის ხელში ჩაგდება, არამედ იმ ინფორმაციის არსებობაა, რომელიც მნიშვნეოვანია  გადაწყვეტილების მიმღებთათვის.

კარგია, როდესაც ეს ინფორმაცია, მომავალი ქმედების მისაღებად გამოიყენება. ეს არის ჯაშუშის ყველაზე დიდი წარმატება და არა ის, რომ წვდომა გქონდეთ ყველაზე საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელსაც სეიფში შეინახავთ და თავს ბედნიერად იგრძნობ, რათა ეს ინფორმაცია გაქვთ. 

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თქვენთვის, ცენტრალურ ადგილს, ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე - რუსეთი იკავებდა. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, თავის დროზე, საკუთარ რიგებში, რამდენიმე მოღალატე აღმოაჩინა. გქონიათ ასეთ შემთხვევასთან საქმე? 

ამაზე, ჩვენ ვმუშაობთ. თუმცა, თქვენ მართალი ხართ, ჩვენ ასეთი რამ არ  შეგხვედრია. უსაფრთხოების სააგენტოების შესაბამისი უწყებები მუდმივ რეჟიმში  აკვირდებიან სიტუაციას და ცდილობენ გამოავლინონ აქტივობები, რომელიც მათგან მოდის. უსაფრთხოების სამსახურის ვერცერთი ხალმძღვანელი ვერ იქნება 100%-ით დარწმუნებული, რომ მათ სააგენტოში არაფერი საეჭვო ხდება.

მაგრამ კვლავ გავიმეორებ, ათწლეულებია, რაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ამ საქმიანობას. არსებობს სხვადასხვა ქმედებები, ტექნოლოგიები, რაც ეხმარება ამ ერთეულებს საკუთარ საქმიანობაში. ამავდროულად, მოწინააღმდეგის შეუფასებლობაც არ იქნება სწორი. საქმე გვაქვს უკიდურესად პროფესიონალ ადამიანებთან, რომელთაც საკუთარი პროფესიული მიზნები ამოძრავებთ. უსაქმოდ, ნამდვილად არ ვსეხდვართ. 

თუმცა, თქვენს რიგებში ასეთი ადამიანი არ გამოუვლენიათ?

აუცილებალად გაიგებდით, ამის შესახებ. 

რუსეთის დაზვერვის ისტორიასა და შესაძლებლობებზე ბევრი თქმულა. ამავდროულად, იყო კურიოზული შემთხვევებიც, მაგალითად Bellingcat-ის გამომძიებლების მიერ ნავალნის მომწამვლელების გამოჭერა. ეს ისტორია რას გეუბნებათ, როგორია თქვენი მოსაზრება? 

(იცინის) ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ასეთი რამ იმ ხალხს ემართება, ვინც ამას აკეთებს. რუსეთის სპეციალური სამსახურების შემთხვევაში, მათ ჩაგდებულ საქმეებზე, ან ისეთ დავალებებზე, რომლის შესრულებაც სრული სიზუსტით ვერ ხვდება, მედიის ყურადღება ძალიან დიდია.

ამავდროულად, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა იმ წარმატებულ ოპერაციას, რომლის შესახებაც არაფერი გვსმენია, რაც სპეციალური სამსახურების დნმ-ის ნაწილია - არ ისაუბრო შენს საქმეზე, მაშინ მაინც, როდესაც წარმატებით შეასრულებ. კიდევ ერთხელ, რუსეთის სპეციალური სამსახურები პროფესიონალური და უნარიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩაფლავებული საქმეების პარალელურად, წარმატებებიც აქვთ.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ შესაძლებელია, ჩვენ ჩაფლავებულად აღვიქვამდეთ, მაგრამ ამ გზით, რუსული მხარე გზავნილს უგზავნიდეს ოპოზიციის წევრებსა და იმ ადამიანებს, ვინც საწინააღმდეგო მხარეს არიან, რომ შემდეგში მათ მოძებნიან და სამიზნეები გახდებიან.  

როდის გახდა ნათელი, რომ რუსეთი მართლაც მიიტანდა შეტევას უკრაინაზე? 

ამის ნიშნები 2021 წლის გვიან შემოდგომაზე იყო. დასავლელ პარტნიორებთან მონაცემები და გაანალიზებული ინფორმაცია გავცვალეთ, ეს მაშინ მოხდა, როდესაც აშშ-ს დაზვერვამ საკუთარი დასკვნების გამოქვეყნება გადაწყვიტა. თუკი თქვენ გაეცნობით ჩვენს უკანასკნელ რისკების შეფასებას, თებერვლის საწყისი პერიოდიდან, მჯერა, რომ იქ ნათქვამია, რომ თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის განხორციელება შესაძლებელია. სამწუხაროდ, ეს ის არის, რაც მართლა მოხდა. 

ვფიქრობ, რომ იყო ხალხი, მათ შორის უკრაიონაშიც, ვისაც ასეთი სცენარის არ სჯეროდა, იქამდე სანამ პირველი ჭურვის გავარდა? 

დიახ, უკრაინაშიც განსხვავებული მოსაზრებები იყო. თუმცა, მწამს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, როდის მომხდარიყო კომუნიკაცია, საკუთარი როლი შეასრულა. ამის შესახებ საუბარი სექტემბერში რომ დაწყებულიყო, ქვეყანა პარალიზებული გახდებოდა. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას, ქვეყნის ფუნციონირება იქამდე სურდა, სანამ ამის შესაძებლობა იქნებოდა.

ჩემი აზრით, უკრაინის სპეციალური სამსახურები, ზურგს უკან ძალიან კარგ საქმეს აკეთებდნენ და ხაზი მინდა გავუსვა უკრაინის შიდა უსაფრთხოების სამსახურებს, რომლებმაც შეძლეს - ათეულობით ჯგუფის დაკავება, რომელთა მიზანიც საბოტაჟის მოწყობა იყო და მეტიც, ომის პირველ კვირაში, რუსეთის ქმედებების პარალიზება მოახდინეს, რამაც შემდგომ წარმატებაში, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.  

რუსეთმა უზარმაზარი დანაკარგი მიიღო ჯარებისა და ტექნიკის თვალსაზრისით, მათი ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზეა, ასობით ათასი აქტიური ადამიანი - არამხოლოდ კაცები, ქვეყანას ტოვებენ. რატომ მოუვიდა პუტინს გათვლებში ასეთი შეცდომა? 

ნამდვილად კარგი შეკითხვაა. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ უკრაინა მესიანისტური საკითხია პუტინისთვის. მას სურს, რომ იყოს რუსეთის მმართველი, რომლის დროსაც უკრაინა არ დაკარგულა. ამ გზაზე, ალბათ, მისთვის არ არსებობს ფასი, რომლის გადახდაზეც უარს იტყვის. ომის დაწყება  გაუგებარმა მიზეზებმა გამოიწვია, მთავარი შეცდომები - უკრაინაში არსებული განწყობები, რუსული ჯარის შესაძლებლობა, დასავლეთის რეაქცია და სანქციებთან დაკავშირებული გათვლებია.

მათ არ სჯეროდათ, რომ უკრაინას შედეგიანი პასუხის გაცემა შეეძლო. უკრაინელი სამხედროების მოტივაცია ძალიან მაღალია, განსაკუთრებით მაშინაა ეს თალშისაცემი, როდესაც შედარებას რუსეთის არმიის ჯარისკაცებთან ვაკეთებთ. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის ომი. 

თქვენ განაცხადეთ, რომ 2021 წლის შემოდგომისთვის, მეტნაკლებად ნათელი იყო, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ 24 თებერვალი, არ იყო მნიშვნევლოვანი ცვლილება? 

ეს მაინც იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, რადგანად, უნდა ვაღიარო, რომ ამ შენობაშიც იყვნენ ადამიანები, ვისაც ბოლომდე ეგონა, რომ ეს არ მოხდებოდა. რუსეთი უკან დახევდა საკუთარ ძალებს, როგორც ეს წარსულში გაუკეთებია, რომ ეს უბრალოდ დაშნების მცდელობაა და საომრად მოგვიანებით დაბრუნდებიან. თუმცა, 24 თებერვლის დილას, როდესაც ეს მოხდა, ამ სამსახურმა ავტომატურად დაიწყო მუშაობა.

ყველამ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. არავითარი დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვა [ესტონეთი დამოუკიდებლობის დღეს 24 თებერვალს აღნიშნავს. რედ], არც შემდეგ კვირას და არც მომდევნო თვეს. მუშაობა იმწუთიერად დაიწყო. 

შეიძლება თუ არა გადაჭრით იმის თქმა, რომ ომის დაწყებამდე, დასავლურმა სადაზვერვო სამსახურებმა რაღაც გამოტოვეს?

არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ნიშნები ადგილზე იყო, დაზვერვაც ადგილზე იყო და დასავლური სადაზვერვო სამსახურები, ინფორმაციას ერთმანეთთან ცვლიდა. უფრო მეტად, შესაძლოა, განსხვავებები ინფორმაციის ინტერპრეტაციის დროს იყო. ზოგიერთი სადაზვერვო სამსახური თუ მთავრობა, შესაძლოა ჯარების შეკრების პროცესს, ვარდისფერი სათვალით ადევნებდა თვალს. სხვებმა ეს ფაქტი უფრო სერიოზულად მიიღეს. თუმცა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიურპირზი არავისთვის ყოფილა. 

დაეხმარა თუ არა ჩვენი საგარეო სადაზვერვო სამსახური უკრიანელებს და რა სახის თანამშრომლობა გვაქვს?

უკრაინის უსაფრთხოების ყველა სამსახურთან, დიდი ხანია, რაც ვთანამშორმლობთ. ომის განმავლობაში, ჩვენი სამსახურის წესია, რომ დაუყოვნებლივ გაუზიაროს უკრაინას ყველაფერი, რასაც ვიგებთ და რაც მათ გამოადგებათ. 

მართალია, რომ უკრიანელებს იმ ჯარების გადაადგილების შესახებ ეცნობათ, რომელიც ადრე ჩვენი საზღვრის მეორე მხარეს იდგა, იქამდე, სანამ მათ ომში ჩართავდნენ? 

შესაძლებელია, რომ სრული სიმართლე იყოს. (იცინის) 

უკრაინასთან მიმართებით არსებული აქცენტები გასაგებია, თუმცა არის სხვა პრობლემები, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არსებული მოწიკწიკე ბომბები. რა არის ის სცენარი, რომელიც ღამით დაძინების საშუალებას არ გაძლევთ? 

მშვიდი ძილისკენ ვარ მიდრეკილი, იმისდა მიუხედავად, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში. ყველაზე მძიმე მოვლენა, რაც შეიძლება წარმოვიდიგნო, არის ის, რომ რუსეთი თავს დაესხას ესტონეთს. ეს არის ყველაზე მძიმე სცენარი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური, ადრეული გაფრთხილების სისტემა და მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ათეულობით, უფრო სწორად ასეულობით მაჩვენელებს. როგორც სადაზვერვო სამსახურის უფროსს, არ შეიძლება არ გაინტერსებდეს, მუშაობ თუ არა სწორ ადგილზე. შეიძლება, გვასულელებენ და რაღაც ჩვენს ზურგს უკან ხდება, ისე, რომ ვერ ვამჩნევთ.

სწორად გავიგე, რომ პეიპუსის ტბის მეორე მხარეს კონვენციური არმია არაა, თუმცა ზიანის მოყენების საფრთხე მაინც არსებობს? არ ვიცი ... რომ აიღო რაკეტა და ამარის საჰაერო ბაზას ესროლო? ამას გულისხმობთ?

თეორიულად ეგეც შესაძლებელია. მაგრამ ვცდილობთ, დიდ სურათსაც შევხედოთ. ამარის რომ ერთი რაკეტა დაუმიზნო, აზრი არ აქვს, რადგან ნატო-ს ინფრასტრუქტურის საკვანძო ნაწილია. ეს რუსეთს ეგრევე ომში ჩაითრევს. ლოგიკური ის იქნება, რომ რაკეტები მაშინ ისროლონ, როცა რუსეთი ნატო-სთან სრულმასშტაბიან კონფლიქტში ჩაერთვება. დღეს ამის სურვილს ვერ ვხედავთ.

საზღვრის მეორე მხარეს ვითარება საშუალოდ წყნარზე მაღლაა. ბევრი დანაყოფი და შეიარაღება, რომელსაც ჩვენს გადაღმა იყენებდნენ, უკრაინაშია. კი, რუსეთის მობილიზაციის შედეგად ჯარისკაცების ჯამური რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ იმასთან ახლოსაც ვერ მივა, რამდენიც საზღვრის მეორე მხარეს იყო განთავსებული.

გარდა ამისა, ხალხი, ვინც ჩვენს საზღვართან მოჰყავდათ, წრთვნიდნენ და მერე უკრაინაში გზავნიდნენ. ესტონელ ხალხს, ახლო მომავალში შეუძლია, მშვიდად იძინოს, მაშინ როცა ჯაშუშებს, მუდამ, ცალი თვალით სძინავთ.

ბოლო დროს ხშირად იყენებენ გამოთქმას, რომ კუთხეში მიმწყვდეული ცხოველი მაინც საშიშია. კრემლის პროპაგანდა და მისი ბატონები მიანიშნებენ ბირთვული ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებაზე და ამატებენ, რომ ეს ბლეფი არაა. თქვენი თვალსაზრისით, ბლეფია თუ არა?

ეს რუსეთის რიტორიკის ერთი წანილია. ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა მუდამ იყო რუსული დოქტრინის ნაწილი. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ რუსეთმა სხვა კარტების უმეტესობა უკვე გაათამაშა. მართლაც, [რუსეთი] კუთხეშია მომწყვდეული და რიტორიკულად, ბირთვული იარაღი ერთადერთია, რაც შემორჩათ.

თუმცა გვჯერა, რომ სანამ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას მოინდომებს, ესკალაციის რამდენიმე დონეს ვიხილავთ. ერთი იქნება უფრო მძაფრი რიტორიკა, მეორე, ამ იარაღის დემონსტრაცია, ალბათ, რუსეთის დაუსახლებელ მხარეში ბირთვული მოწყობილობის აფეთქება იმის საჩვენებლად, თუ რა შეუძლია რუსეთს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უფრო სერიოზული სცენარი განვითარდეს.

თუმცა, არანაკლებ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად განიხილავს იმ შედეგებს, რაც უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს. ეს ვითარებას დიამეტრულად შეცვლის. ვფიქრობ, ეს რუსეთს იმ ცოტაოდენი მეგობრის დაკარგვად დაუჯდება, ვინც მსოფლიოში კიდევ შერჩენია. მგონია, რომ ჩინეთს ეს არ მოეწონება და რუსეთის არავითარ მსგავს გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

რა შეიძლება იყოს ნატო-ს პასუხი, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ მოწყობილობას ააფეთქებენ?

დარწმუნებული ვარ, ნატო-მ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ პოტენციური პასუხის ვარიანტებზე იმსჯელა და მათთვის მოემზადა. ისევე, როგორც თავისთვის ყველა ბირთვულმა სახელმწიფომ - აშშ-მ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ა.შ.

როდესაც, ამ შეკითხვას, მსოფლიო ლიდერებს უსვამენ, ამბობენ, რომ პასუხი გამანადგურებელი იქნება, დეტალებზე საუბრის გარეშე. ზუსტად, და ამას ძალიან ლოგიკურად მივიჩნევ. ლიდერებს დაჟინებით ვურჩევდი, საჯაროდ არ განაცხადონ, რის გაკეთებას არ აპირებენ, თუ ბირთვული იარაღი გამოყენებული იქნება.

ვიღაცის მიერ ბალტიის ზღვაში ნორდ სტრიმ 2-ის წყალქვეშა გაზსადენის აფეთქება აქამდე ჯეიმს ბონდის ფილმის ან სათავგადასავლო რომანის ნაწილს თუ მოგვაგონებდა. თუმცა ვიღაცამ ეს გააკეთა. თქვენი ინფორმაციით, ვინ იყო?

არ ვიცით, ვინ გააკეთა. ნამდვილად დიდი სახემწიფო დონის მოთამაშე იყო, რამდენადაც ყველას არ აქვს ასეთი შესაძლებლობა, მაგალითად, ბევრ პატარა ქვეყანას. მაგრამ სპეკულაცია უაზრობაა. გამოძიება მიმდინარეობს და შეიძლება, რაღაც დასკვნამდე მივიდეს.

როგორც ვხვდები, არ გამორიცხავთ... როგორ ვთქვა ... თქვენი პარტნიორი სამსახურების ჩართულობას?

(იღიმის) დაველოდოთ გამოძიებას და დარწმუნებული ვარ, შედეგებს სადაზვერვო სააგენტოებიც და საზოგადოებაც შეიტყობს.

ერთი მხრივ, ყველანი ველოდებით, რომ პუტინი კრემლს დატოვებს, ამავდროულად, ამისი ეშინიათ კიდეც. რა შეიძლება ამის შედეგად განვითარებულმა დომინოს ეფექტმა მოიტანოს? რამდენად გაშინებთ ეს?

ეს დიდად საშიში არაა. მაგრამ, ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ არ არსებობს მიზეზი, რომ ველოდოთ, როგორ გახდება რუსეთი დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, პუტინის გაქრობის შემდეგ. ვფიქრობ, პუტინიზმი რუსეთში პუტინის შემდეგაც იარსებებს.

მაგრამ გამოიწვევს ეს ისეთ აფეთქებას, რამაც შეიძლება ჩვენც დაგვწვას?

ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება ფეთქებადი იყოს. ადრე თუ გვიან, ამგვარი რამის განხორციელების ალბათობას ვერ გამოვრიცხავთ. სამწუხაროდ, ბროლის ბურთი არ მაქვს და სპეკულაცია არ მინდა. ამ წუთას, ჩვენ საქმე რუსეთის ამჟამინდელ ლიდერებთან გვაქვს. და რადგანაც დანაშაულის თანამონაწილენი არიან, ეს ჯგუფი შეკრულია.

კი, მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, გარკვეული ბზარები ვნახეთ. მაგრამ შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებდი.

მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი აზრით, როგორ დამთავრდება ომი?

უკრაინა ამ ომს მოიგებს. უკრაინისა და დასავლეთისთვის სხვა გზა არ არსებობს. იმიტომ, რომ უკრაინა, ამჟამად, ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის.

პირველი ნოემბერი ტყეების მართვის სახელმწიფო ცენტრში თქვენი პირველი დღე იქნება. წრეზე შემობრუნებას, სრულიად მოულოდნელ გადაწყვეტილებას ჰგავს. რატომ?

როგორც ინტერვიუს დასაწყისში ვთქვი, ჩემთვის ეს მართვის გამოწვევაა. მე გაცნობიერებულად ვუწყობ თავს გამოცდას, რამდენადაც ზოგადი წარმოდგენა კი მაქვს, მაგრამ სფეროს სიღრმისეული ცოდნა მაკლია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ახალი კოლეგები ჩქარა მასწავლიან და უკვე მასწავლეს. მეხმარებიან ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერების უნივერსიტეტიდან და ლუუას მეტყევებოის სკოლიდან. ჩემი ტუმბოს ბიბლიოთეკაც შეიცვალა და ახლა დაემატა წიგნები მეტყევეობასა და გარემოზე...

შეგიძლიათ მითხრათ რა განსხვავებაა რეგენერაციულ ხის ჭრას, გასუფთავებასა და ჯგუფური სელექციით ჭრას შორის?

კი, გარემოს დაცვის სამინისტროს მდივანმა, ორი კვირის წინ, ხელსახოცზე დაწერილი ინსტრუქცია გადმომცა. ეწერა: ფიჭვი - გრძელი ნემსი, ნაძვი - მოკლე ნემსი.

მაინც, ამბობენ, თუნდაც მეელის ოიდსალუ, რომ ეს კონკურსი ერთგვარი შოუ იყო, თქვენ რომ რბილად დაცემულიყავით.

ჩემთვის, აბსოლუტურად ნამდვილი კონკურსი იყო. გათვითცნობიერებულად დავაყენე თავი გამოცდის წინაშე და სერიოზული შეჯიბრი მინდოდა. ხანგრძლივი და რამდენიმე ეტაპიანი პროცესი იყო, სადაც საკუთარი თავი გამოვცადე წერის, კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარების, ფსიქოლოგიური მზაობის კუთხით. მქონდა არაერთი ინტერვიუ საზედამხედველო საბჭოს ცალკეულ წევრებთან და მთლიან საბჭოსთან. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა საბოლოო გადაწყვეტილებით. ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოეხდინათ გავლენა ფონტესზე, რომელიც რჩებას აძლევდა საზედამხედველო საბჭოს ან თავად საჭოზე. ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ სულელური სპეკულაციაა.

ერთი თეორიის თანახმად, პრობლემა ისაა, რომ არც ისე მარტივია სახლში გაუშვა თქვენნაირი ხალხი, ვისაც ბევრ სახელმწიფო საიდუმლოზე აქვს ინფორმაცია.

სულაც არა.

მართლა?

ჩვენ ვალდებულნი ვართ, სახელმწიფო საიდუმლო მაშინაც შევინახოთ, როცა აღარ ვმუშაობთ, სულაც რომ უმუშევრები დავრჩეთ. მე ესტონური კანონის წინაშე გამონაკლისს არ წარმოვადგენ.

მაინც, იქნებ მაღალანაზღაურებადი სამუშაო უზრუნველყოფს, რომ ვერ გადაგიბირონ?

ვფიქრობ, ეს ძალიან შორსმიმავალი სპეკულაციაა. ჩემი ამოცანაა, ახალ სამსახურს თავი რაც შეიძლება კარგად გავართვა. ისევ და ისევ, კანონი ესტონეთის რესპუბლიკაში ყველას ეხება, მათ შორის სადაზვერვო სამსახურის გადამდგარ უფროსს.

როცა შენობაში შემოვედით, ჩვენი პატარა მოწყობილობები დაგვატოვებინეს, ხოლო გარკვეულ საკითხებზე საუბრის უფლება არ გვაქვს. როცა ტყეების მართვის ცენტრში დაიწყებთ მუშაობას, ორგანიზაცია გაცილებით დიდი და გამჭვირვალე იქნება, თითქმის ყოველდღიური კონფლიქტებით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან. მზად ხართ ამისთვის?

დიახ, აბსოლუტურად მზად ვარ. ერთი სული მაქვს!

ახლა კი მთავარი შეკითხვა ტყეების მართვის ცენტრის მომავალი დირექტორისთვის. ფიქრობთ, რომ ესტონეთში ჭარბი ხე-ტყე მზადდება?

ამ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს, გარემოს დაცვის მინისტრის ინიციატივაზე დაყრდნობით. ტყეების მართვის ცენტრი, თავის რეკომენდაციებს გასცემს და მგონი, უკვე გასცა გაკაფვასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩემთვის ძნელია კომენტარი გავაკეთო, სანამ კვლავ დაზვერვის უფროსი ვარ. მე ჩართული არ ვყოფილვარ, როცა უახლესი შეფასება და ინიციატივა გაამზადეს. ალბათ, ამ საკითხს სხვა დროს უნდა დავუბრუნდეთ.

მსგავსი სიახლეები