ირანი რუსეთს ახალ დრონებს და ბალისტიკურ რაკეტებს 10 დღეში გადასცემს - Reuters
ირანი პირობა დადო, რომ დიდი რაოდენობით უპილოტო თვითმფრინავების გარდა, რუსეთს მიწა-მიწა რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას 18 ოქტომბერს Reuters ორ მაღალჩინოსანზე და ორ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეთანხმებას მხარეებმა 6 ოქტომბერს მიაღწიეს, როდესაც ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი, ირანის რევოლუციური გვარდიის ორი მაღალი თანამდებობის პირი და ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი მოსკოვს ეწვივნენ.
Reuters-ის ირანული წყაროები ირწმუნებიან, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს მეტი დრონები და ირანული ბალისტიკური რაკეტები, კერძოდ, Fatheh-ის და Zofaghar-ის ოჯახის რაკეტები. მათივე თქმით, შეიარაღება რუსეთს მაქსიმუმ 10 დღეში გადაეცემა.
დასავლელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს ინფორმაცია დაუდასტურა და თქვა, რომ თეირანსა და მოსკოვს შორის მართლაც შედგა შეთანხმება მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, მათ შორის Zofaghar-ის მიწოდებაზე.