დეზინფორმაცია

18:34 | 24 აგვისტო, 2026 — დეზინფორმაცია

როგორ დაიწყო და ვითარდებოდა კრემლის საინფორმაციო ომი უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ დასავლურ დემოკრატიულ სისტემაში ახალი, სუსტი წერტილები გამოავლინა. თავისთავად რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსია ნამდვილად უპრეცედენტო იყო, თუმცა არნახული იყო დეზინფორმაციის და პროპაგანდის მასშტაბი და ხარისხიც.

თუკი 2014 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის "საინფორმაციო სპეცრაზმის" შტურმით დაიწყო.

დეზინფორმაციის სამიზნე აუდიტორია და ინსტრუმენტები

ჰიბრიდული ომის წარმოებისას რუსული დეზინფორმაცია სამ ძირითად აუდიტორიას უმიზნებდა უკრაინელებსსაერთაშორისო საზოგადოებას და თავად რუსეთის მოსახლეობას.   

უკრაინაში საინფორმაციო ომის წარმოება მიზნად ადგილობრივების დემორალიზაციას და ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას ისახავდაამ მხრივ კრემლისთვის ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა რუსულენოვანი უკრაინელების აუდიტორიამრომლებიც ინფორმაციის ნაწილს რუსული - ხშირად სამთავრობო - მედიიდან იღებდნენ

"როსსოტრუდნიჩესტვო" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეუწყებარომელიც დსთ- ქვეყნებთან და რუსულენოვან დიასპორასთან ურთიერთობას კურირებს

ყირიმის ანექსიამდე კარგა ხნით ადრე აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული რბილი ძალის პროპაგანდას ეწეოდა.

პრორუსული ნარატივის გავრცელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კრემლის მიერ დაფინანსებული სათვისტომო და კულტურული ორგანიზაციები კიევშისიმფეროპოლშიდონეცკშილუჰანსკში და სხვა ქალაქებში.

უკრაინელების ფართო მასებში შესაღწევად რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების მხოლოდ სამთავრობო წყაროებს არ დასჯერდასაინფორმაციო ომში დიდი როლი ითამაშეს კრემლის მიერ მართულმა ან გავლენის ქვეშ მყოფმა მედიასაშუალებებმა.

უკრაინის მედიასივრცეში მნიშვნელოვანი წილი უკავია რუსულენოვან პრესას. 2014 წლისთვის უკრაინაში მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე უცხოური ტელეარხების უმრავლესობა რუსული კერძდა სახელმწიფო მედიებს წარმოადგენდა  - ისინი ახალ ამბებს პრორუსული პერსპექტივიდან აშუქებდნენ

უკრაინის გარდარუსეთის კარგად დაგეგმილმა საინფორმაციო კამპანიამ გავლენის მოხდენა საერთაშორისო საზოგადოების აზრზეც სცადა - კრემლის მცდელობადაემალა ან/და შეენიღბა სამხედრო ქმედებები უკრაინაში, მიზნად საერთაშორისო რეაქციის შესუსტებას ან სულაც რუსეთის მხარდამჭერი სენტიმენტების გაღვივებას ისახავდა.

ამ მხრივრუსეთმა საინფორმაციო ომი ორი ძირითადი ინსტრუმენტის გამოყენებით აწარმოავლადიმირ პუტინის განკარგულებით დაარსებული ტელეარხი RT (Russia Today), რომელიც ყველა მთავარ საერთაშორისო ენაზე მაუწყებლობს და ათეულობით მილიონიანი აუდიტორია ჰყავსყირიმის ანექსიის ოპერაციის პირველივე დღიდან კრემლის გზავნილებს დაუფარავად აჟღერებდა.

RT წამყვანები ყირიმში შეჭრილ რუს სამხედრო მოსამსახურეებს ვითარების „სტაბილიზაციის ძალებად“ მოიხსენიებდნენრომელთა მისია ნახევარკუნძულის ეთნიკურად რუსი მოსახლეობის „უკრაინელი ფაშისტებისგან დაცვა“ იყო.

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისლინას ლინკევიჩიუსის შეფასებით, "ყირიმის ანექსიაში RT-ის პროპაგანდის მანქანამ  რუსეთის სამხედრო მანქანაზე არანაკლები როლი ითამაშა".

სოციალური მედიის გავლენის ზრდიდან გამომდინარესაინფორმაციო ომში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მართული „ტროლების არმიის“ საქმიანობა.

ეფესბეს“ მიერ ორგანიზებული ინტერნეტმომხმარებლების ჯგუფი რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილ საერთაშორისო მედიების დისკრედიტაციას ეწეოდა. „ტროლების“ ხშირად კარიკატურული კომენტარები მაინც ახერხებდნენ სტატიის თუ სხვა მედიაპროდუქტის შესახებ უნდობლობის აღძვრას და ეჭვქვეშ აყენებდნენ მოვლენების „დასავლური პერსპექტივიდან“ გაშუქებას.

პოპულარული აღმოჩნდა 2014 წელს „ტროლების“ მიერ წარმოებული ერთ-ერთ საინფორმაციო კამპანია, "ზრდილი ადამიანები". კამპანიის ფარგლებში მომხმარებლების ჯგუფი ყირიმში მყოფი რუსი სამხედროების ქალებთანბავშვებთანმოხუცებთან და შინაურ ცხოველებთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებდარითაც მნახველში სიმპათიის აღძვრას ცდილობდა.

ყირიმის (სპეც)ოპერაცია პუტინისთვის განსაკუთრებულად მომგებიანი აღმოჩნდა საშინაო თვალსაზრისითანექსიის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 60-დან 80%-მდე გაიზარდარასაც სოციოლოგებმა „ყირიმის ეფექტი“ უწოდეს.

რუსებს შორის პუტინის პოპულარობის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანტი უკრაინული დეზინფორმაციის კამპანიამ.

ხელისუფლების სახეები ომის ენას იყენებდნენ და [უკრაინულიფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ერს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებდნენ.“ - ამბობს წამყვანი რუსი სოციოლოგი ლევ გუდკოვი.

უკრაინაში რუსი ჯარისკაცები არ არიან

კრემლის დეზინფორმაციის პირველი ნაკადი ყირიმის ნახევარკუნძულზე „პატარა მწვანე კაცუნების“ გამოჩენას ემთხვევა. 2014 წლის თებერვალში სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილმა პირებმა ყირიმის რეგიონული პარლამენტი აიღეს. ისინი რუსულად საუბრობდნენ, რუსულ შეიარაღებას ატარებდნენ და რუსულნომრიანი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ.

კრემლი უარყოფდარომ ყირიმში შეჭრილი სამხედროები რუსეთი შეიარაღებული ძალების ნაწილებიდან იყვნენ.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახლა უამრავი ასეთი სამხედრო უნიფორმაარომელთა შეძენა ნებისმიერს შეუძლია“, - განაცხადა პუტინმა 4 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზერუსეთის პირველი პირის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტი ასე გამოეხმაურა - „ასეთი განსაცვიფრებელი ფიქცია დოსტოევსკის შემდეგ არავის არ შეუთხზავს.

ყირიმის ანექსიის ოპერაციის განმავლობაშიისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების აჯანყებისასრუსეთი საკუთარ სამხედრო როლს დაჟინებით უარყოფდამოსკოვი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით „ამართლებდა“.

მაგალითადროცა 2014 წლის აგვისტოში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ათი რუსი მედესანტე დააკავარუსეთმა განაცხადარომ „სამხედროებს გზა აებნათ და  უკრაინის საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს“.

ხშირად კრემლის პოზიცია წინათ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა და ურთიერთგამომრიცხავი იყო. 2014 წლის აპრილშიყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისასპუტინმა აღიარარომ ყირიმში მართლაც რუსეთის სამხედრო ნაწილები იდგნენ - „რა თქმა უნდარუსი ჯარისკაცები ყირიმის თავდაცვის ძალებს დახმარებას უწევდნენ“.

აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტმა რუსულენოვანი ყირიმელების დაცვის მოტივით გაამართლა.  მოგვიანებით, 2015 წელსპუტინმა დონბასის რეგიონზე განაცხადარომ "არასდროს არ გვითქვამსრომ იქ [უკრაინაშიარ იყვნენ პირებივინც გარკვეული საკითხების გადაჭრაზე მუშაობდნენმათ შორის სამხედრო სფეროშიმაგრამ ეს რეგულარული არმიის ნაწილებს მაინც არ ნიშნავს".

საინფორმაციო ომის ამგვარი ტაქტიკარაც ფაქტების უარყოფას და წინააღმდეგობრივი განცხადებებით აუდიტორიის დაბნევას გულისხმობსსაბჭოთა სამხედრო დაზვერვის კლასიკური მეთოდის, „მასკიროვკის“ (маскировка), გაგრძელებას წარმოადგენდა.

უარყოფის“ რიტორიკით კრემლმა უკრაინასთან ჰიბრიდულ ომში მნიშვნელოვანი უპირატესობის მიღწევა შეძლო. „ომის დაწყებას ოფიციალურად არ აცხადებენის სამხედრო ძალების მოქმედებასთან ერთად იწყება“, - ამტკიცებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თავმჯდომარე ვალერი გერასიმოვიჰიბრიდული ომის სტრატეგიის ერთ-ერთი შემქმნელი.

მიუხედავად იმისარომ რუსეთის ქმედებების შესახებ ინფორმაცია მრავალ სადაზვერვო სამსახურს ჰქონდაკრემლის საინფორმაციო ომმარომელიც კონვენციურ სამხედრო ოპერაციას ახლდა თანუკრაინის დასავლელ მოკავშირეებში დაბნეულობის დათესვა მოახერხამოგვიანებითგენერალმა ბრიდლავმა აღიარარომ „მწვანე კაცუნები რუსეთის არსენალში იარაღს წარმოადგენდნენ“, რომელსაც ჰიბრიდულ ომში დიდი როლის თამაში შეეძლო.

რუსულენოვან უკრაინელებს განსაცდელი ელით

კიევის ახალ ხელისუფლებას რუსული უმცირესობის უფლებების შეზღუდვა სურს“, - ასე მიმართა ვლადიმირ პუტინმა რუსებს 2014 წლის აპრილში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუშირუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებდარომ კიევი რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციას გეგმავდაეთნიკურ რუსებს კი „ნაციონალისტური ბანდ-ფორმირებები“ ავიწროებდნენ.

კრემლის  ვერსიითყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის „რეჟიმის“ მიერ შევიწროებული რუსულენოვანები იარაღის ასხმას და თავის დაცვას აპირებდნენ - მათი დახმარება კი რუსეთის ვალი იყო.

როცა რუსებს უკრაინაში საფრთხეს უქმნიანრუსეთი გულხელდაკრეფილი ვერ დარჩება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

რუსული პროპაგანდის ანალიზი აჩვენებსრომ რუსულენოვან უკრაინელებში შფოთის გაჩენა ჰიბრიდული ომის გამიზნული ნაწილი იყოომის საწყისი ფაზიდან კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი მედია აქტიურად აშუქებდა „ეთნიკური რუსების დისკრიმინაციის“ შემთხვევებსდეზინფორმაციული მესიჯების უმეტესობა რუსულენოვანებისთვის არსებულ „ფიზიკურ საფრთხეს“ უსვამდა ხაზს - „აღმოსავლეთ უკრაინას დასავლეთი უკრაინა დაიპყრობს“, „რუსულენოვანებს ქონებას ჩამოართმევენ“, „რუსულ ენას აკრძალავენ“ და სხვ.

ამავდროულადუკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის გზა წარმოჩენილი იყოროგორც კიევის მცდელობადაშორებოდა „რუსულ სამყაროს“. კრემლის იდეოლოგების თანახმადევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება კიევს მოსკოვის ეკონომიკური ორბიტიდან მოწყვეტდარაც რუსულენოვანი უკრაინელებისთვის რუსეთთან კავშირს კიდევ უფრო შეამცირებდა.

რუსული ენის სტატუსის საკითხი პოსტ-რევოლუციურ უკრაინაში მართლაც წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. "მაიდნისშემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ 2012 წელს მიღებული ენის კანონის გაუქმება სცადა.

იანუკოვიჩის დროს მიღებული კანონი ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის უმცირესობების ენების გამოყენების ნებას იძლეოდა იმ შემთხვევაშითუ ამ ენაზე ადგილობრივების 10 %-ზე მეტი საუბრობდათუმცაუკრაინის დროებითმა პრეზიდენტმაოლექსანდრ ტურჩინოვმა კანონი ძალაში დატოვა.

სიმართლეს მოკლებულია რუსული პროპაგანდის გზავნილირომ რუსულენოვან უკრაინელებს მშობლიური ენის გამოყენება ეზღუდებათ. 2010 წელს ჩატარებული კვლევითუკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 5 % თვლიდარომ ენობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.

რუსულისგან განსხვავებითროგორც იმპერიისისე საბჭოთა ეპოქაშიუკრაინაში შევიწროებას უკრაინული ენა განიცდიდა. 1990-ანი წლებიდან უკრაინულის როლი საჯარო ცხოვრებაში გაიზარდათუმცა კიევის მიერ სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერების ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მიერ საკუთარ ინტერესებზე დარტყმად იყო აღქმული.

რეალურად, უკრაინელებიგანსაკუთრებით დიდ ქალაქებშიგარდამავალ ენობრივ სივრცეში ცხოვრობენროცა საუბარში რუსული და უკრაინული ხშირად ერთმანეთს ენაცვლება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მისიამრომელიც უკრაინაში 2014 წლის მარტ-აპრილში მუშაობდადამაჯერებლად უარყო მტკიცებარომ ეთნიკურ რუსებს აღმოსავლეთ უკრაინაში საფრთხე შეექმნათ.

"მიუხედავად იმისარომ ადგილი ჰქონდა რუსულენოვანი თემის წევრებზე თავდასხმებსამას სისტემატური და გავრცელებული სახე არასდროს არ მიუღია", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ გააცნობიერარომ რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელი იყო რუსულენოვანი თანამოქალაქეების პოლიტიკური ინტეგრაციასწორედ ამიტომ, ბევრი რუსულენოვანი უკრაინელი აქტიურად ჩაერთო რუსული ანექსიის შეკავებაში და დღესაც უკრაინის არმიაში მსახურობს.

რუსული იდენტობის“ შენარჩუნების საკითხი სენსიტიური საკითხი აღმოჩნდა რუსეთშიცრაც კრემლმა შიდა მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის კარგად გამოიყენაერთ ენაზე მოსაუბრე ხალხის დახმარების "მისიასდადებითი გამოხმაურება ჰქონდა როგორც ელიტისასევე რიგით რუსებს შორის.

ყირიმის ანექსიამდე ცოტა ხნით ადრე, პუტინს 100-მდე ცნობილმა რუსმა ხელოვანმა მიმართარომ "ყირიმის და ჩვენი თანამემამულეების ბედი საფრთხეშიადა რუსები ამას ინდიფერენტულად ვერ შეხვდებიანო. 2014 წლის თებერვალში „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმადრუსების 70 % მიიჩნევდარომ რუსულენოვანები უკრაინაში "ნაციონალისტებისა და ბანდიტებისგანსაფრთხის ქვეშ იყვნენხოლო მათი უფლებები კი იზღუდებოდაამავე კვლევის მიხედვითყირიმში სიტუაციის გამწვავებას რუსების 67 % უკრაინელ ნაციონალისტებს აბრალებდა.

უკრაინელები ანტისემიტი ფაშისტები არიან

რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად საერთაშორისო საზოგადოების თვალში უკრაინელების მეოცე საუკუნის დროინდელი ფაშიზმის იდეოლოგიურ მემკვიდრეებად გამოყვანა იქცა.

ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული უკრაინის მთავრობა კრემლმა „ფაშისტურ ხუნტად“ მონათლა და მას ქსენოფობიაშირასიზმსა და ანტი-სემიტიზმში დასდო ბრალი.

უკრაინასთან კონფლიქტზე საუბრისას პუტინი ხშირად ავლებდა პარალელებს მეორე მსოფლიო ომთან - თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ცენტრალურ მოვლენასთან.

რუსული პროპაგანდახუნტასთან“ ბრძოლას „დიდი სამამულო ომის“ ერთგვარ გაგრძელებად ხატავდარუსული ტელეარხები „უკრაინელ ნაცისტებთან“ ბრძოლის გაშუქებისას ხშირად ავლებდნენ პარალელებს გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ მობილიზაციასთანრაც რუსებში ომისდროინდელი მენტალობის გაღვიძებას ემსახურებოდაამით პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერას „ისტორიული მისიის“ ელფერი შესძინა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე რუსულენოვან სოციალურ მედიაში უკრაინელი „ექსტრემისტების“ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს.

სხვადასხვა „თვითმხილველები“ ყვებოდნენრომ დონეცკთან ახლოს უკრაინელებმა საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა დაიწყესტყეებში კი შეიარაღებული ფაშისტები დაძრწოდნენ.

2014 წლის ივლისში, რუსული „პირველი არხის“ მომზადებულ სიუჟეტში დონეცკელი ქალი ყვებათუ როგორ აცვეს ჯვარს უკრაინელმა სამხედროებმა სამი წლის ბავშვი - რომლის მამა დონბასის „აჯანყებაში“ მონაწილეობდა.

მოგვიანებითრუსული დამოუკიდებელი მედია „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი დონეცკის ქალაქ სლოვიანსკში ჩავიდა და ადგილობრივებს ესაუბრა - სლოვიანსკელებმა მსგავსი ინციდენტი დამაჯერებლად უარყვესმიუხედავად ამისადეზინფორმაციამ საკუთარი მისია შეასრულა - ვიდეოს რუსულენოვან უკრაინელებს შორის დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

უკრაინელების ანტისემიტიზმის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ოდესელი ექიმის, „იგორ როზოვსკის“ ამბავი.

2014 წლის მაისში გამოქვეყნებულ „ფეისბუქ-პოსტში“, 39 წლის „როზოვსკი“ წერსრომ ოდესაში სისხლიანი შეტაკების შემდეგ დაშავებულების დახმარება სცადა - ადგილობრივმა „მაიდნელებმა“ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

ერთ-ერთმა ძალით გამომათრია და მითხრარომ მალე მე და სხვა ებრაელები მათ [დაღუპულებისბედს გავიზიარებდით...ასეთი რამ ჩემი ქალაქის ფაშისტური [გერმანელების მიეროკუპაციის დროსაც კი არ ხდებოდა“, - წერს ექიმი.

რუსულენოვანი „ფეისბუქ-პოსტი“ ერთ დღეში ხუთი ათასამდე მომხმარებელმა გააზიარამალე სოციალურ ქსელში პოსტის ინგლისურგერმანულ და ბულგარულ ენებზე თარგმანებიც გავრცელდაროგორც შემდეგ გაირკვაფოტოზე გამოსახული პირი რუსეთის მოქალაქე იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკიდან და ოდესის მოვლენებთან არაფერი ჰქონდა საერთო.

კრემლის დეზინფორმაციის ნარატივში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სტეპან ბანდერას.

ბანდერა 1930-40-ან წლებში დასავლეთ უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდაგერმანიაში ნაცისტების აღზევების შემდეგ ანტისემიტური მოსაზრებებით გამორჩეული ბანდერა მათში სსრკ- წინააღმდეგ ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდამიუხედავად წინააღმდეგობრივი წარსულისაზოგიერთი უკრაინელი მას ეროვნულ გმირად მიიჩნევსრაც რუსულმა პროპაგანდამ „უკრაინაში ფაშიზმის აღზევებასთან“ გააიგივა.

შავ-წითელი დროშა და ნაციონალისტური სიმბოლიკარომელსაც „მაიდანის“ მომხრე ზოგიერთი უკრაინელი ატარებდაზოგს ბანდერას მოძრაობასთან ასოციაციას უჩენდააღნიშნული რუსულმა დეზინფორმაციამ სათავისოდ გამოიყენაკრემლი და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი მედიები ევრომაიდნის აქტივისტებს „ბანდერას მიმდევრებად“ (бандеровцы) მოიხსენიებდარაც თანამედროვე უკრაინული ნაციონალიზმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნაციზმთან გათანაბრებას ემსახურებოდა.

რუსული პროპაგანდის კლიშეებმა დასავლურ მედიაშიც შეაღწიესუკრაინის ხელისუფლებაში მოსული „ანტისემიტების“ და „ფაშისტების“ შესახებ სხვადასხვა ევროპული გამოცემა საუბრობდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში პირველად ხელისუფლებაში ნეო-ნაცისტები ვიხილეთ“, - ვკითხულობთ 2014 წლის მარტში, ბრიტანულ გამოცემა Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

აღსანიშნავია ისიცრომ უკრაინელმა ებრაელებმა 2014 წლის რევოლუციის შემდგომ საჯარო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეძლეს. 2016 წელს ებრაული წარმოშობის ვოლოდიმირ გროისმანი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრად დანიშნა. 2019 წელს კი ებრაული ფესვების მქონე ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პირველ პირად აირჩიეს.

ყირიმი ყოველთვის რუსული იყო

უკრაინაში შეჭრის და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიის გამართლებას რუსეთი ისტორიის ყალბი ინტერპრეტაციით შეეცადარუსული ოფიციოზი ნახევარკუნძულის „შემოერთებას“ ისტორიული აუცილებლობით ხსნიდა. 2014 წლის 18 მარტსსახელმწიფო დუმის დეპუტატების გამოსვლამდერუსეთის პრეზიდენტმა განაცხადარომ „ხალხის წარმოდგენაშიყირიმი იყო და დარჩება რუსეთის განუყოფელი ნაწილად“.

კრემლის ნარატივის მიხედვითყირიმში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი „ისტორიული სამართლიანობის“ იურიდიული ნორმებით გაფორმებას წარმოადგენდაპუტინი ირწმუნებოდარომ „რეფერენდუმი გაეროს ქარტიის და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა.

დასავლეთის შეფასება რეფერენდუმის კანონიერებასთან დაკავშირებით ცალსახა იყორუსეთის აგრესიულ საინფორმაციო კამპანიამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებულმა საზოგადოებრივმა აზრის კვლევამ აჩვენარომ ყირიმელების უმრავლესობა მხარს უკრაინის შემადგენლობაში დარჩენას უჭერდა.

ეუთო მისიას ხმის მიცემის პროცესზე დამკვირვებლები არ გაუგზავნიაევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნითრეფერენდუმი უკრაინის და ყირიმის /-ის კონსტიტუციების დარღვევით ჩატარდა. 16 მარტის რეფერენდუმის უკანონობა ცნო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამაც.

ყირიმის ანექსიის საერთო წარსულის არგუმენტით გამართლება საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ გზავნილად იქცა. ხალხთა თვითგამორკვევის უფლება - გაეროს ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი - ხშირად ისტორიული სამართლიანობის ლოგიკით სტატუს-კვოს გადასინჯვას ისახავს მიზნად. თუმცა, კრემლის მტკიცებას, რომ ყირიმი „ყოველთვის რუსული იყო“, ზურგს ისტორიული ფაქტები არ უმყარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი ნამდვილად შედიოდა რუსეთის იმპერიის, შემდგომში კი საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში, ნახევარკუნძულმა საუკუნეების განმავლობაში მრავალი სუვერენი გამოიცვალა. რუსეთი ყირიმს სულ 168 წელი აკონტროლებდა, მაშინ როცა მრავალეთნიკურმა რეგიონმა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში 300 წელზე მეტი დაყო.

ნახევარკუნძული რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას ჩამოშორდა 1954 წელს და უკრაინის სსრ- შეუერთდა. 1991 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში ყირიმის მცხოვრებლების 54 %-მა ხმა უკრაინის დამოუკიდებლობას მისცა. 2014 წლის ანექსიამდეყირიმს კიევისგან ფართო ავტონომია ჰქონდა გარანტირებული - ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნდა საკუთარი კონსტიტუციაირჩევდა პარლამენტს და პრემიერ-მინისტრსშესაბამისადისტორიულ ჭეშმარიტებას მოკლებულია მტკიცებარომ ყირიმი „ყოველთვის“ რუსეთის ქოლგის ქვეშ იყო.

დეზინფორმაციის გზავნილმარომ ყირიმი რუსეთს „ისტორიულად“ ეკუთვნისდასავლურ საინფორმაციო სივრცეში მაინც შეაღწია.

ყირიმი რუსულია“ ნარატივს აქტიურად აჟღერებდნენ ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიებიგერმანულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყირიმის ანექსიას „ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება“ უწოდასაფრანგეთში, „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი მარინ ლე პენი ხშირად იმეორებსრომ „ყირიმი ყოველთვის რუსული იყო“.

მსგავსი რიტორიკა ისმის იტალიის ყოფილი ვიცე-პრემიერისმატეო სალვინისგანრომელმაც ყირიმის რეფერენდუმზე განაცხადარომ „არსებობს ისტორიულად რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ზონებირომლებიცლეგიტიმურადრუსეთის ფედერაციას ეკუთვნის“.

რუსული საინფორმაციო ომის წარმატებას ცხადყოფს ისიცრომ 2018 წელს „დიდი შვიდიანის“ სამიტზე, თავად აშშ- ლიდერმაპრეზიდენტმა ტრამპმაც კი განაცხადარომ „ყირიმი რუსულიაიქ ყველა რუსულად ლაპარაკობს“.

უკრაინა გამოგონილი სახელმწიფოა 

2014 წლის აპრილში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონბასის რეგიონში კიევის კონტროლირებულ სახელმწიფო სტრუქტურებზე თავდასხმა დაიწყესსლოვიანსკშიდონეცკშიკრამატორსკშიჰორლივკაშიმარიუპოლში - "აჯანყებულებიპოლიციის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებს ერთი მეორის მიყოლებით იღებდნენ და სეპარატისტულ დროშებს აღმართავდნენ.

პარალელურადრუსეთის პრეზიდენტმა საუბარი დაიწყო უკრაინისროგორც გამოგონილი სახელმწიფოს შესახებრომლის დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის ყოფილი ქვეშევრდომებით იყო დასახლებული.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი...ხარკოვილუჰანსკიდონეცკიხერსონინიკოლაევიოდესა...მეფის რუსეთის დროინდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათნოვოროსიაა, - განაცხადა პუტინმა.

ისრომ უკრაინა დიდი აღმოსავლეთ სლავური ოჯახის ნაწილიათანამედროვე რუსული რბილი ძალის პროპაგანდის ერთ-ერთი გავლენიანი იდეოლოგისალექსანდრ დუგინის თეზისს ეყრდნობოდა.

დუგინი ბელორუსებს (ბელარუსებს), მალორუსებს (უკრაინელებსდა ველიკორუსებს (რუსებსერთი ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად წარმოადგენსრომლებიც ცენტრის - მოსკოვის - გარშემო უნდა გაერთიანდნენ.

დუგინის თვალსაზრისს იმეორებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილიცრუსული სამყარორომელიც წარსულში გეოგრაფიულად ერთიანი იყოდღეს სხვადასხვა ქვეყნების საზღვრებშია მოქცეულიისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლები თავს საერთო ცივილიზაციის ნაწილად უნდა გრძნობდნენ.

რუსულ საინფორმაციო ომში უკრაინის - როგორც სუვერენული სახელმწიფოს - დაკნინება დეზინფორმაციის ერთ-ერთ ამოცანად იქცაკრემლის სახეები უკრაინელებსროგორც უმცრობს ძმებსპატერნალისტური ტონით ჭკუას არიგებდნენ.

იმის მტკიცებითრომ უკრაინა რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა არ არისრუსული პროპაგანდა უკრაინელებში არასრულფასოვნების კომპლექსის დანერგვას ცდილობდაუკრაინული კულტურა პერიფერიულლოკალურ მოვლენად იყო წარმოდგენილირომელსაც განვითარების შესაძლებლობა მხოლოდ რუსული კულტურის ჩრდილქვეშ ჰქონდაუკრაინული ენა კი რუსულის უხეშ დიალექტადგლეხების ენად იყო გამოყვანილი.

უკრაინული ეროვნული იდენტობის საკითხი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა.

ბევრი საუბრობდა "გაყოფილ ერზე" - პრო-ევროპულუკრაინულენოვან დასავლეთზე და პრო-რუსულრუსულენოვან აღმოსავლეთზეიდენტობის საკითხი კრემლის პროპაგანდამ მაიდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მიუსადაგარუსულენოვანი უკრაინელების "აჯანყება"  დუგინმა "რუსულ გაზაფხულადმონათლა - რომელიც რუსული უკრაინის დასავლეთის ჰეგემონიისგან გამოხსნას ემსახურებოდა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე