წესები და პირობები

ვებგვერდით სარგებლობისას შესაძლოა დამუშავდეს მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და გადახდასთან დაკავშირებული მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ:

ვებგვერდისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირებისთვის;
ერთჯერადი და ყოველთვიური გადახდების ადმინისტრირებისთვის;
მომხმარებელთან კომუნიკაციისა და შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნისთვის;
საინფორმაციო ბიულეტენის გასაგზავნად, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში.
საბარათე მონაცემები მუშავდება გადახდის მომსახურების მიმწოდებლის მიერ. „რეალპოლიტიკა“ არ ინახავს ბარათის სრულ მონაცემებს.

პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ მომსახურების მიმწოდებლებისა, რომელთა ჩართულობაც აუცილებელია ვებგვერდის, გადახდის სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციის ფუნქციონირებისთვის.

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა, კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.


მხარდაჭერის წესები და პირობები
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს:

ერთჯერადი მხარდაჭერა;
ყოველთვიური მხარდაჭერა.
ყოველთვიური მხარდაჭერის არჩევის შემთხვევაში, მითითებული თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის მიერ არჩეული გადახდის მეთოდიდან ყოველთვიურად, გამოწერის გაუქმებამდე.

გადახდის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გადახდის დამადასტურებელ შეტყობინებას. ყოველთვიური მხარდაჭერის შემთხვევაში, შეტყობინებაში ასევე მიეწოდება ინფორმაცია გამოწერის მართვისა და გაუქმების შესახებ.

თუ ავტომატური გადახდა ვერ განხორციელდება, მომხმარებელს შესაძლოა ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნოს შეტყობინება ან გადახდის განმეორების ბმული.

ყოველთვიური მხარდაჭერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შესაბამისი ბმულის გამოყენებით. გაუქმების შემდეგ მომდევნო ავტომატური გადახდა აღარ განხორციელდება.

გადახდილი თანხა, როგორც წესი, უკან არ ბრუნდება. შეცდომით განხორციელებული გადახდის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა დაგვიკავშირდეს გადახდიდან 14 დღის განმავლობაში. თანხის დაბრუნების შესაძლებლობა განიხილება ინდივიდუალურად და, დამტკიცების შემთხვევაში, დაბრუნდება გადახდისას გამოყენებული მეთოდით, შესაბამისი საკომისიოს გამოკლებით.