NYT: ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას არ შეუცვლიათ პოზიცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უკრიანის გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკრაინა ვერ მიიღებს ოფიციალურ მიწვევას გაწევრიანების შესახებ. 

ამის შესახებ New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

გაზეთის ცნობით, ვაშინგტონსა და ბერლინში შიშობენ, რომ უკრაინის ოფიციალური მიწვევა ალიანსში შესაძლოა რუსეთისა და ნატოს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 

გაზეთის წყაროების ცნობით, ამერიკილებსა და გერმანელებს სურთ საკითხი სამიტის დღის წესრიგიდანაც მოიხსნას. ამ დროისთვის მხარეები იმ წინაპირობების მკაფიო ფორმულირებებზე მუშაობენ, რომლებიც უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა შეასრულოს, თუმცა ამ კუთხითაც პროგრესი ჯერჯერობით მინიმალურია. 

კონტექსტი 

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უკრაინის ოფიციალური მიწვევა ნატოს წინა სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო - 2023 წლის ივლისში, ვილნიუსში ჩატარებულ სამიტზე წევრმა სახელმწიფოებმა ვერ მიაღწიეს თანხმობას დაუყოვნებლივი მოწვევისა ან კონკრეტული ვადების შესახებ. 

ნატოს ლიდერების გადაწყვეტილებამ პრეზიდენტ ზელენსკის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. სამიტის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გაუქმების შესახებ. 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 75-ე საიუბილეო სამიტი ამერიკის დედაქალაქში 9-11 ივლისს გაიმართება. 

 

მსგავსი სიახლეები