პენტაგონი: უკრაინაში რუსეთმა 70-დან 80 ათასამდე ადამიანი დაკარგა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს რუსული ჯარის დანაკარგები 70 000-დან 80 000-მდე მერყეობს. ამის შესახებ 8 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა განაცხადა, იუწყება CNN.
პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუბარია დაღუპულებსა და დაჭრილებზე.
პენტაგონი თვლის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დროს ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია, რომელსაც კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი ისახავდა და რუსეთის მსხვერპლის რიცხვი კი "გამორჩეულია".
ბრძოლის ველზე ვითარების შეფასებისას, კალმა აღნიშნა, რომ უკრაინელების მოტივაცია და მათი გამარჯვების ნება "ურყევია" და ეს უკრაინელებს "მნიშვნელოვან უპირატესობას" ანიჭებს მტერზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 8 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის არმიას უკრაინაში 42 000-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა.