რიში სუნაკს უფრო მეტი დეპუტატი უჭერს მხარს, ვიდრე ბორის ჯონსონს
კონსერვატიული პარტიის დეპუტატების დიდმა ნაწილმა, მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საკუთარი მოსაზრება უკვე დააფიქსირა.
არსებული მონაცემებით, ბრიტანეთის პარლამენტში მყოფი 204 (სულ 357) კონსერვატორი დეპუტატის ფავორიტი რიში სუნაკია.
ამ დროისთვის, ხმები ასე ნაწილდება:
რიში სუნაკი - 128 დეპუტატი
ბორის ჯონსონი - 53 დეპუტატი
პენი მორდონტი - 23 დეპუტატი
იმისთვის, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში, რომელიმე კანდიდატმა ბრძოლა შეძლოს, მას 100 პარლამენტარის ხმა ესაჭიროება, რაც ამ დროისთვის, მხოლოდ რიში სუნაკს გააჩნია.