-

 

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსეთის დეპარტამენტის დირექტორმა და სამხედრო კომენტატორმა მაიკლ კოფმანმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სადამსჯელო ომის პირველი დღეების მიმოხილვა გამოაქვეყნა. 

გთავაზობთ კოფმანის სტატიის თარგმანს:


"გრძელი მიმოხილვა იმის შესახებ, თუ რას ვფიქრობ განვლილ 96 საათზე, მიუხედავად იმისა, რომ სრული შთაბეჭდილების შესაქმნელად ჯერ კიდევ ძალიან ადრეა.

ფაქტია, რომ რუსული სამხედრო ოპერაცია დასაწყისში ეფუძნებოდა მცდარ დაშვებებს უკრაინის საომარ შესაძლობებსა და  საბრძოლო სულისკვეთებასთან დაკავშირებით. რუსებმა საომარი ოპერაციის გამოუსადეგარი კონცეფცია აირჩიეს. მოსკოვი თავის გათვლებში მძიმედ შეცდა.

ოპერაცია კიევამდე სწრაფად მიღწევაზე იყო ფოკუსირებული, რათა დედაქალაქისთვის კაპიტულაცია ეიძულებინა. მცირე რაზმების სწრაფ მანევრები რუსეთის არმიას საშუალებას მისცემდა, თავი აერიდებინა უკრაინულ ძალებთან მსხვილი შეტაკებებისგან. ისინი გეგმავდენენ დიდი ქალაქებისთვის გვერდის ავლას გეგმავდნენ.

რატომ აირჩია მოსკოვმა მოქმედებების ეს მიმართულება?

რამდენიმე თეორია.

რუსებმა სერიოზულად არ შეაფასეს უკრაინა და მისი არმია. მათ საკუთარი ძალების გამოფიტვის და განადგურების თავიდან აცილება სურდათ, უკრაინაში დასახული პოლიტიკური მიზნების გამო. ამასთან, კრემლს საკუთარი მოსახლეობისთვის ცოცხალი ძალის დანაკარგის და ომის რეალური საფასურის დამალვა უნდოდა..

შესაძლებელია, რომ რუს სამხედრო მგეგმავებს ნამდვილად სურთად მასიური ნგრევის და დანაკარგები თავიდან აცილება იმის გათვალისწინებით, თუ როგორი არაპოპულარული იქნებოდა ეს ომი რუსეთში. რუსი სამხედროების უმეტესობა ახალგაზრდაა და თითქმის არ გააჩნიათ უკრაინასთან, როგორც მათ მტერთან, ომის ინტერესი.

აქამდე ნანახზე დაყრდნობით ვვარაუდობ, რომ რუსმა სამხედროეებმა არ იცოდნენ უკრაინაში შეჭრის შესახებ. ისინი დემოტივირებულები ჩანან და უკრაინელებს მტრებად ვერ აღიქვამენ, უბრალოდ არ არიან მომზადებული ამ კამპანიისთვის. თუ არ ჩავთვლით ჩეჩნურ შენაერთებს, საბრძოლო სულისკვეთება ძალიან დაბალია.

რუსეთის მიერ არჩეული სამხედრო ოპერაციების კონცეფცია გამოუსადეგარია.

როგორც ჩანს, ისინი "ბლიცკრიგის" გამოყენებით სწრაფი და იაფი გამარჯვების მოპოვებას შეეცადნენ, იმის იმედით, რომ უარეს სანქციებსა და დასავლეთის რეაქციას აიცილებდნენ. რეალურად, რუსები ყველაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩდნენ და წარუმატებელი სტრატეგიული გათვლის გამო უფრო მეტი რესურსი დახარჯვა მოუწევთ.  

თუმცა, ეს ომის მხოლოდ დასაწყისია.

უკრაინა თავდაცვის ამოცანას შესანიშნავად ართმევს თავს, მაგრამ ცოტა ანალიტიკოსს თუ (გამონაკლისი შეიძლება მოსკოვში იყოს) ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის დამარცხებას რუსეთი ოთხ დღეში შეძლებდა. განსაკუთრებით, უკრაინის არმიის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ახლა, რუსეთის არმიის ქაოტურ ძალისხმევაზე. რუსული შენაერთები არ იბრძვიან ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ფორმაციით. ისინი გზებზე პატარა რაზმებით, სწრაფად გადაადგილდებიან - წინ სადაზვერვო/დივერსიული და საჰაერო-სადესანტო ძალები მიუძღვით. ტანკები გზებზე სხვა დანაყოფებისგან განცალკევებით მოძრაობენ. საცეცხლე მხარდაჭერას სწრაფად და ეფექტიანად ვერ მიმართავენ, ხშირად კი საერთოდ არ იყენებენ.

კიევის ჩრდილო-დასავლეთით ფრონტის გასწვრივ რუსეთს პატარა რაზმები, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ხშირად სადაზვერვო/დივერსიული და საჰაერო-სადასანტო ძალების ჯგუფები ჰყავთ თავმოყრილი. ეს მცირე ზომის დაჯგუფებები გზებზე და ქალაქებში გზის გაკვალვას ცდილობენ. პატარა ფორმაციები წინ უსწრებენ ლოჯისტიკური მხარდაჭერის შენაერთებს. ზოგჯერ მხარდაჭერის და არტილერიის დანაყოფები მათ უკან ჩამორჩებია, რაც უკრაინელებს ჩასაფრების საშუალებას აძლევს.

დიდი რაოდენობის ძალების პატარა რაზმებად გაფანტვის გარდა, საპირისპირო ვითარებასთანაც გვაქვს საქმე. საზღვრის კვეთისას რუსული კოლონები მათ მიერ შექმნილ საცობებში ეჭედებიან. კოლონებს საზენიტო მხარდაჭერა არ აქვთ - ისინიც გზებზე ეჭედებიან.

ოცეულები და ასეულები გარბიან უკრაინული პოზიციების ასაღებად წინ მიიწევენ ისე, რომ მათ ლოჯისტიკა ვერ ეწევა და სხვადასხვა სახის მხარდაჭერის გარეშე რჩებიან. ბრძოლების უმეტესობა, ჩემი დაკვირვებით, მცირე შეტაკებების სახეს ატარებს, განსაკუთრებით დიდი ქალაქების მისადგომებთან. შეტაკებები შეიძლება ინტენსიური იყოს, მაგრამ ეს მსხვილმასშტაბიანი ბრძოლები არ არის.

რუსების წარუმატებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ისინი სწორად შერჩეული სტრატეგიის გარეშე სრულმასშტაბიანი ინტერვენციის განხორციელებას ცდილობენ - იმ დაშვებით, რომ დიდ შეტაკებებს თავიდან აირიდებენ. ამ ყველაფერმა რუსეთის მიერ ძალების წარუმატებლად გამოყენება განაპირობა.

სიმართლე კი ისაა, რომ რუსული ძალების დიდი ნაწილი ამ ომში ჯერ არ ჩართულა. ბევრი შესაძლებლობა ჯერ კიდევ გამოუყენებელი აქვთ. უკრაინელების სამხედრო წარმატებას და მათ მედეგობის არ ვაკნინებ, მაგრამ მე ვხედავ ნაადრევ შეფასებებსა და დასკვნებს, რომლებიც კორექციას საჭიროებენ.

ომის პირველი ოთხი დღის განმავლობაში რუსეთის ტაქტიკური ავიაცია, რამდენიმე SU-25-ს გამოკლებით, არც აფრენილა. ბრძოლებში უფრო მეტად ვერტმფრენები იყო ჩართული. რუსეთს ამ არეალში ასეულობით ვერტმფრენი და თვითმფრინავი ჰყავს მობილიზებული. ავიაციის დანაკლისი აშკარაა და ის ჯერჯერობით დიდწილად გამოუყენებელია.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინის საზენიტო სისტემის და საჰაერო ბაზების განადგურებას საგემბანო-ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით გეგმავდა. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე რუსი პილოტები არ ახორციელებენ საბრძოლო პატრულირებებს და საიერიშო რეიდებს.

ხარკოვის ირგლივ გამოყენებული მასირებული არტილერიული დაბომბვის გარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დრომდე ასეთი მასირებული არტილერიული შეტევები ბევრად უფრო მცირე მასშტაბს ატარებს, ვიდრე ეს რუსეთის არმიის ზოგად პრაქტიკაშია. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება. რუსული არმია უპირველეს ყოვლისა არტილერიაა და ამ ომში მათ ხელთ არსებული საცეცხლე სიმძლავრის ჯერ მხოლოდ ნაწილი გამოიყენეს.

რუსეთის არმიის მოზრდილი ნაწილი ბრძოლებში ჯერ არ ჩართულა. ხარკოვის მახლობლად დისლოცირებული პირველი და მეოცე სატანკო არმიის ნაწილები ჯერ არაფერს აკეთებენ. მათ უკვე გაგზავნეს რამდენიმე ტაქტიკური ბატალიონი ქალაქ სუმის გავლით, მაგრამ ვფიქრობ რუსული სამხედრო ტექნიკის და ძალის მოზრდილი ნაწილი ჯერ არ ჩართულა საქმეში.

რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვანია და უკრაინელებმა ბევრი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს, მაგრამ გარკვეული მიმართულებებით ისინი [რუსები] მაინც წინ მიიწევენ. უკრაინელები ნათლად აჩვენებენ თავიანთ საბრძოლო წარმატებებს. ამას მეტი ყურადღებაც ექცევა, რამაც შესაძლოა ფართო სურათის აღქმა გაამრუდოს.

კიდევ ერთი დაკვირვება - რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ამ ომის წარმოჩენას, როგორც დონბასის ოპერაციას. ამის შეფუთვისა და რეალური მასშტაბის დამალვის მცდელობაში მოსკოვმა სრულად დაუთმო საინფორმაციო ომი სრულად დაუთმო უკრაინას, რამაც კიევის ირგვლივ მხარდაჭერის სრული გალვანიზაცია გამოიწვია. ეს კიდევ ერთი არასწორი გათვლა იყო.

არაფერს ვიტყვი ორივე მხრიდან გავრცელებული ოფიციალურ ინფორმაციაზე, გარდა იმისა, რომ კიევი მართლაც ეფექტიანად მუშაობს. სწორედ ის ქმნის აღქმას და საინფორმაციო გარემოს ომის ირგვლივ. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალურ მონაცემებსე, რომელიც დანაკარგებს და წარმატებას შეეხება, კრიტიკულად უნდა მოვეკიდოთ.

რუსეთის სამხედრო მოქმედებების ანალიზისას ცხადია, რომ მათ ფუნდამენტურად მნშვნელოვანი გარემოებები არასწორად ესმით, მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის ისეთი შეფასებები რაც მაღალი ალბათობით სინამდვილეს არ შეესაბამება. ფაქტია, რომ რუსული არმია არ მოქმედებს, არ იბრძვის ისე, როგორც მათ წვრთიან და აორგანიზებენ მასშტაბურ კონვენციურ ომში მონაწილეობისთვის.

ხშირად ავლებენ პარალელს 1994 წელს გროზნოში დაშვებულ შეცდომებთან, მაგრამ მე შექმნილი ვითარება უფრო კლასიკურ, სამხედრო-ორგანიზატორულ შეცდომებს მახსენებს. მაგალითად, საჰაერო-სადესანტო ძალების ან საზღვაო ქვეითების საიერიშო ბრიგადების ნაადრევად გაგზავნა - მიუხედავად იმისა, რომ ეს არც აუცილებელია და არც პრაქტიკული.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ აღიარებს მათი გეგმის ჩავარდნას კიევის სწრაფ აღებასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენ ვხედავთ ცეცხლის სიმძლავრის მატებას, დარტყმების და საჰაერო ძალის გამოყენების ზრდას.

სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის და ეს ომი შესაძლოა გაცილებით უფრო სასტიკი გახდეს.

უნდა ვთქვა, რომ ჩემი განმარტებები ომის პირველ დღეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანწილად განსხვავდება იმისგან, რაც ამ დღეებში წავიკითხე, მაგრამ ზოგადადაც 4 დღე შესაძლოა ძალიან ნაადრევი იყოს, რაიმენაირი დასკვნის გამოსატანად.

ბოლო საათებში რუსეთის არმიაში ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან შესწორებებს, ისინი წყვეტენ გაუმაგრებელი კოლონებს გაგზავნას, ივსებენ მარაგებს და არიან რეორგანიზაციის პროცესში. უკრაინის სამხედრო მოქმედებები მართლაც შთამბეჭდავია, მარამ ვფიქრობ, მომდევნო დღეებში ისინი მომდევნო დღეებში რუსეთის არმიისგან განსხვავებულ მიდგომას და მოქმედებებს უნდა ელოდნენ."

 

მსგავსი სიახლეები