The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში

რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ დროს დასავლეთის მთავარი პარტნიორი მიდის მახინჯი ანტი-დასავლური და რუსეთთან დაახლოებული ავტოკრატიისკენ."

ГКЧП-ს შემდეგ პირველად რუსეთში თავი მოიკლა ფედერალურმა მინისტრმა

რუსეთის უახლოეს ისტორიაში ფედერალური მინისტრის დონის ჩინოვნიკის მიერ თვითმკვლელობის ბოლო შემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, ე.წ. ГКЧП-ს მოჰყვა.

ტრამპი: პუტინთან საუბრის დროს ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიე

ჟურნალისტის კითხვას მოახლოვდა, თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღევანდელი საუბრის შემდეგ ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "არა, მე მასთან (რედ. ვლადიმირ პუტინთან) ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიე, ვერანაირს."

უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ არ იტყვის უარს თავის მიზნებზე უკრაინაში

ამის შესახებ პრეზიდენტების საუბრის დასრულების შემდეგ, საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა - საუბარი თითქმის 1 საათი გრძელდებოდა.

პუტინის თქმით პატივს სცემს ტრამპის სიმამაცეს, თუმცა შეხვედრა ჯერ მოსამზადებელია

"მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის. ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპის საუბრობდა შეხვედრის შესაძლებლობაზე, მაგრამ მე დონალდ ტრამპის მსგავსად ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრების მომზადებაა საჭირო"- ამბობს პუტინი.

რუსი ბანკირები გაურესებულ ვითარებასა და კრიზისის გაზრდილ რისკზე მიუთითებენ

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg წერს - გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მძიმე და სეერიოზულია, ვიდრე ამაზე საჯაროდ საუბრობენ.

WaPo: ტრამპმა დაიფიცა, რომ სანამ პრეზიდენტია რუსეთი არ დაესხმება თავს ნატოს

ამის შესახებ Washington Post სამიტის შემაჯამებელ, ვრცელ მასალაში წერს - გაზეთის წყარო 3 ევროპელი დიპლომატია, რომლებიც დახურულ შეხვედრებს ესწრებოდნენ.

ზელენსკი: ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინისკენ 28 743 "შაჰედის" დრონი გაუშვა

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინი თავს იმართლებს, თითქოს არ ესმის, რა წესები განსაზღვრავს თანამედროვე სამყაროს.

ჩინელი ჰაკერები აქტიურად ცდილობენ რუსეთის სამხედრო საიდუმლოებების მოპოვებას - NYT

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს - გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე კიბერთავდასხმები იმ დროსაც, როდესაც ჩინეთის ლიდერი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთი ეკონომიკური რეცესიის ზღვარზეა

ამის შესახებ მაქსიმ რეშეტნიკოვმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა - დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი.

რუსეთის არმიაში რეკრუტების რიცხვი 22%-ით გაიზარდა - წლის ბიუჯეტი უკვე გახარჯულია

ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ბიუჯეტზეც - ამგვარად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კრემლმა უკვე დახარჯა უფრო მეტი, ვიდრე პროგრამის წლიური ბიუჯეტით (30 მილიარდი რუბლი 2025-2027 წლებში) განისაზღვრებოდა

BND: ნატოს გამოსაცდელად რუსეთი ესტონეთში მწვანე კაცუნების გაგზავნას განიხილავს

ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსმა ბრუნო კალმა Table Media-ს პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. კალის თქმით, კრემლში არამხოლოდ განიხილავენ ასეთ ოპერაციას, არამედ აქტიური მზადებაც მიმდინარეობს - ამასთანვე BND-ს შეფი არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მოქმედებები.

საიდუმლო ანგარიშში FSB ჩინეთს მტერს უწოდებს და მის ტერიტორიულ პრეტენზიებზე მიუთითებს

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times აღნიშნულ საიდუმლო დოკუმენტსზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რედაქციამ მოიპოვა - დოკუმენტი არ არის დათარიღებული, მაგრამ მაღალი ალბათობით საუბარია 2023 წლის მიწურულს ან 2024 წლის დასაწყისზე.