რუსეთის არმიაში რეკრუტების რიცხვი 22%-ით გაიზარდა - წლის ბიუჯეტი უკვე გახარჯულია

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 90 ათასმა მოქალაქემ გააფორმა - ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ვაჟნიე ისტორიი ავრცელებს - რედაქციამ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები შეისწავლა.

  • საყურადღებოა, რომ რეკრუტირებულთა რიცხვის ზრდა ძირითადად კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ანაზღაურებით და ბონუსებით არის განპირობებული. 

  • ოლქები მოქალაქეების მოსაზიდად პრაქტიკულად ყოველკვარტლურად ზრდიან ანაზღაურებისა და ერთჯერადი ბონუსების მოცულობას. 

  • ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ბიუჯეტზეც - ამგვარად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კრემლმა უკვე დახარჯა უფრო მეტი, ვიდრე პროგრამის წლიური ბიუჯეტით (30 მილიარდი რუბლი 2025-2027 წლებში) განისაზღვრებოდა 

Big Picture: ზრდის ტენდენციის მიუხედავად ეს რიცხვები ჯერადად ჩამორჩება ვლადიმირ პუტინის მიერ გაჟღერებულ მონაცემებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომრად ყოველთვიურად 50-დან 60 ათასამდე მოქალაქე მიემგაზვრება. 

  • უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით 2023-2024 წლებში რუსეთის არმია ყოველთვიურად 30 ათასამდე მოქალაქესთან აფორმებდა კონტრაქტს - შეფასებებს მეტნაკლებად იზიარებენ დამოუკიდებელი ექსპერტები და დასავლური სადაზვერვო უწყებები. 

Сontext: შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სამსახურის მიერ კონგრესისთვის მომზადებულ საიდუმლო ანგარიშშია ნათქვამია, რომ რუსეთის არმიის წინსვლის პარალელურად იზრდება დანაკარგებიც და რომ მომდევნო წლის მიღმა რუსეთს გაუჭირდება მასშტაბური იერიშების ორგანიზება. 

  • პრობლემების მიუხედავად მაისში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში საგრძნობლად გაიზარდა - გასულ თვეში საოკუპაციო არმიამ 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

Go Deeper: დატყვევებული რუსი ოფიცრების თქმით, მიმდინარე იერიში გარღვევის ბოლო მცდელობაა

მსგავსი სიახლეები