WSJ: ჩინეთის ტოპ გენერალს ბრალი ედება აშშ-სთვის ბირთვული საიდუმლოების გადაცემაში

ცოტა ხნის წინ დაპატიმრებულ ყველაზე მაღალი რანგის გენერალს ჩინეთში კორუფციასთან ერთად, ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბირთვული საიდუმლოების გადაცემაში. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას თავის წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს - ბრალდებებზე საუბარი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გამართულ დახურულ ბრიფინგზე, რომელიც ამბის გასაჯაროებამდე გაიმართა. 

  • საუბარია გენერალ ჭანგ იოუსიაზე, რომელიც ცენტრალურ სამხედრო კომისიაში სი ძინფინგის უფროსი თანათავმჯდომარის პოსტს იკავებდა და წლების განმავლობაში არმიაში მის მთავარ მოკავშირედ მიიჩნეოდა. 

დაეწიე ამბავს: ჭანგი ამავე კომისიის კიდევ ერთ წევრთან, გენერალ ლიუ ჭენლისთან ერთად 23 იანვარს დააპატიმრეს

  • თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო "სერიოზულ დისციპლინურ დარღვევებზე" - აღნიშნული ტერმინი ჩინეთში ძირითადად კორუფციის ბრალდებასთან ასოცირდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში წმენდა დაკავშირებულია შიდა ფრაქციულ დაპირისპირებებთანაც.

ჩაშლილად: WSJ-ის წყაროების ცნობით, დახურულ ბრიფინგზე კორუფციის და დიდი ოდენობით ქრთამის მიღების გარდა, ჭანგი დაადანაშაულეს "ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის შექმნაში."

  • კომპარტიის ჟარგონზე ეს ტერმინი გულისხმობს გავლენის ქსელის ორგანიზებას, რომელიც ძირს უთხრის პარტიის ერთიანობას და ასევე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. 

  • ჭანგს ბრალი ედება დიდი ოდენობით ქრთამის მიღებაში მაღალ თანამდებობებზე კონკრეტული პირების დანიშვნის სანაცვლოდ - მათ შორის, სწორედ ამ გზით დაინიშნა თავდაცვის მინისტრად 2022 წელს ლი შანგფუ, რომელიც პოსტზე არასრული ერთი წლის შემდეგ თავად აღმოჩნდა გამოძიების ქვეშ. 

სტრიქონებს შორის: თუმცა წყაროების ცნობით, ყველაზე შოკისმომგვრელი სიახლე ის იყო, რომ ჭანგს ბრალი ედება ჩინეთის ბირთვული საიდუმლოების ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას. 

  • ჭანგის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ჩინეთის ეროვნული ატომური კორპორაციის - სწორედ ეს უწყება მართვას ქვეყნის როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო ბირთვულ პროექტებს - ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გუ ჭუნმა. 

  • თავად გუ გასულ კვირას დააპატიმრეს, მას ბრალად ედება "მძიმე დისციპლინური და სახელმწიფო კანონების" დარღვევა - სხვა დეტალების კონკრეტულად რა სახის ინფორმაციაზე გადასცეს ამერიკელებს, ან არის თუ არა ეს ოფიციალური ბრალის ნაწილი უცნობია. 

კონტექსტი: ამგვარად ცენტრალურ სამხედრო კომისიაში გასულ წლებში განხორციელებული წმენდების შედეგად ამჟამად თავად სი ძინფინგის გარდა, მხოლოდ ერთი გენერალი დარჩა.

  • სინოლოგების ცნობით, ეს სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ცენტრალურ სამხედრო კომისია წესდების მიხედვით 7 წევრისგან შედგება. 

სიღრმისეულად: ჩინეთში დაიწყო გამოძიება არმიის "დარჩენილი" 2 გავლენიანი მეთაურის წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები