ისრაელის ორი ყოფილი პრემიერი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდა

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა, ნაფტალი ბენეტმა და იაირ ლაპიდმა, ოფიციალურად გააერთიანეს თავიანთი პარტიები ერთიან საარჩევნო ბლოკში, სახელწოდებით "ერთად – ნაფტალი ბენეტის ხელმძღვანელობით."
 
ვითარების არსი: ბენეტმა ლაპიდთან გაერთიანებას უწოდა "ყველაზე სიონისტური და პატრიოტული აქტი, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის" და განაცხადა, რომ "განხეთქილების ეპოქა დასრულდა."
  • ბენეტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არის "მემარჯვენე, ლიბერალი სიონისტი," რომელიც კოალიციის ფორმირებისას მხოლოდ სიონისტურ პარტიებს დაეყრდნობა - ამით მან მიანიშნა, რომ არ აპირებს არაბულ პარტიებთან პარტნიორობას.
  • "ჩვენ არც მემარცხენე და არც მემარჯვენე ბლოკში არ ვართ, ჩვენ მთელი ისრაელელი ერის ბლოკში ვართ," - განაცხადა მან.
ჩაშლილად: თავის მხრივ, ლაპიდმა აღნიშნა, რომ ის და მისი ცენტრისტული პარტია "ეგოს გვერდზე დებენ და აკეთებენ იმას, რაც სწორია ისრაელის სახელმწიფოსთვის."
  • "დღეს ჩვენ ვერთიანდებით, რათა მოვიგოთ არჩევნები და ჩამოვაყალიბოთ სიონისტური, ძლიერი და სტაბილური მთავრობა. პარტნიორობა ცენტრისტებსა და მემარჯვენეებს შორის, რელიგიურებსა და სეკულარულებს შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის - ჯარიდან თავის არიდებისა და ექსტრემიზმის გარეშე," - განაცხადა ლაპიდმა.
დიდი სურათი: ბენეტმა და ლაპიდმა 2021-2022 წლებში უკვე შექმნეს სამთავრობო კოალიცია, რომელიც მემარჯვენე, ცენტრისტულ, მემარცხენე და არაბულ პარტიებს აერთიანებდა. მათი ახალი კავშირი ოფიციალურად არ აერთიანებს მათ ფრაქციებს ერთ პარტიად, თუმცა შეიქმნება ერთიანი სია მომავალი არჩევნებისთვის.
  • ისრაელის მე-12 არხისა და MIGDAM-ის კვლევის თანახმად, რომელიც ბენეტის და ლაპიდის გაერთიანებამდე ჩატარდა, ქნესეთის 120 მანდატიდან ნეთანიაჰუს "ლიკუდი" 24 ადგილის მოპოვებას ახერხებს, ბენეტის პარტია - 21, ხოლო იაირ ლაპიდის - 7.
  • ნეთანიაჰუს მხარდარდამჭერი პარტიები ჯამურად 49 მანდატის მოპოვებას ახერხებენ, მისი მოწინააღმდეგე ბლოკის პარტიები კი - 59. გარდა ამისა, 12 მანდატი აქვთ ისრაელელი არაბების პარტიებს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენად მიიღებს მათგან რომელიმე პარტია ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სამთავრობო კოალიციის ფორმირებაში.
  • 2021 წელს, სწორედ ბენეტის და ლაპიდის მთავრობას დაეხმარა არაბული პარტია "რაამი" მთავრობის შექმნაში.

მსგავსი სიახლეები