იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში არსებული შეთანხმება შეაჩერა
პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მთავრობამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება შეაჩერა.
ვითარების არსი: ინფორმაციას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ადასტურებს: "მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე მთავრობამ ისრაელთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო".
წინარე ისტორია: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ლიბანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიძაბა.
- ოფიციალური რომის თქმით, ისრაელმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა გაეროს მისიით მყოფი იტალიელი სამშვიდობო ჯარისკაცების კოლონას.
- ინციდენტის შედეგად დაზიანდა ერთი სამხედრო მანქანა, არავინ დაშავებულა.
- თანამშრომლობის გაწყვეტამდე, იტალიამ ისრაელის ელჩი დაიბარა.
- საპასუხოდ ისრაელმა იტალიის ელჩი დაიბარა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის ნათქვამის განმარტება მოსთხოვა.
- ტაიანიმ, რომელიც 13 აპრილამდე ბეირუთში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.
კონტექსტი: ისრაელსა და იტალიას შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება 2006 წელს დაიდო. შეთანხმების გახანგრძლივება 5 წელში ერთხელ ხდება.
- თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ქვეყნები სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო გამოცდილებას, სფეროში სამეცნიერო და სამშენებლო კვლევების შედეგებს ცვლიდნენ.