პიტერ მადიარი: სიყვარულმა გაიმარჯვა, რადგანაც ყოველთვის იმარჯვებს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები ჯერ საბოლოოდ დასრულებულა, თუმცა გამარჯვებული რომ პიტერ მადიარის "ტისა" იქნება, ეს ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც აღიარა. 

ოპოზიციური პარტიას, უდიდესი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. 

ვითარების არსი: პიტერ მადიარმა საკუთარ ამომრჩევლებს ბუდაპეშტში მიმართა და განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანის პარტიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი გააკეთა, რათა მათი გამარჯვება შეეჩერიბინა, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. 

"ეს არის სიმართლის ტრიუმფი ტყუილებზე, სიყვარულმა გაიმარჯვა, რადგანაც ყოველთვის იმარჯვებს".

პიტერ მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია "სუპერ უმრავლესობით" გამარჯვებას ელოდება, რისთვისაც 199 დეპუტატიან პარლამენტში 133 დეპუტატის გაყვანაა საჭირო, რასთანაც "ტისა" ძალიან ახლოსაა. 

ვითარების არსი: ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა და ბევრი დამკვირვებლის აზრით, მან ქვეყანა მნიშვნელოვნად გადახარა ავტორიტარული მმართველობისკენ. 

ხოლო რაც შეეხება პიტერ მადიარს, იგი დიდი ხნის განმავლობაში ორბანის გარემოცვის წევრი იყო, თუმცა 2024 წელს მას დაუპირსპირდა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფი გააკეთა, რომელმაც ჯერ ევროპარლამენტის არჩევნებში დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა. 

პიტერ მადიარს საკუთარი დაპირებების განსახორციელებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, სხვაგვარად ვიქტორ ორბანის მიერ შექმნილი სისტემის დემონტაჟი უფრო რთული იქნება. 

ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ მინისრმა, მადიარს გამარჯვება ოფიციალურად მიულოცა, ხოლო საკუთარ პოლიტიკურ პარტიაზე განაცხადა, რომ "უნგრეთის მსახურებას" ოპოზიციიდან განაგრძობს. 

 

მსგავსი სიახლეები