POLITICO: უნგრეთმა და რუსეთმა დეკემბერში საიდუმლო შეთანხმება დადეს

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში უნგრეთმა და რუსეთმა არასაჯარო შეთანხმება დადეს.

ჩაშლილად: შეთანხმება ბუდაპეშტსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული და კულტურული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

  • ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გასული წლის დეკემბერში, მოსკოვში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ 12 პუნქტისგან შემდგარ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

  • აქამდე გამოუქვეყნებელ საბუთში ჩანს, რომ ორი ქვეყნის მთავრობა ბირთვული საწვავის, განათლებისა და სპორტის საკითხებშიც აპირებს დაახლოებას.

  • დეკემბრის შეხვედრა რიგით მე-16 ღონისძიება იყო რუსეთ-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიისთვის, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე 2005 წლიდან მუშაობს.

  • თავის დროზე, სიიარტოსა და მურაშკოს დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შესახებ რუსული სამთავრობო მედიაც წერდა.

  • ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ბუდაპეშტი რუსული ენის შემსწავლელი პროგრამების გაფართოებას დათანხმდა, რაც რუსეთიდან დამატებითი პედაგოგების მოწვევასა და საასპირანტო პროგრამების გაზრდას გულისხმობს.

  • საბუთებში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებამ არ უნდა შეუშალოს ხელი "უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოვალეობების აღსრულებას".

  • Politico-ს სტატიას გამოეხმაურა სიიარტო, მისი თქმით, "ორმხრივი თანამშრომლობა განისაზღვრება უნგრეთის ეროვნული ინტერესებით, და არა მიკერძოებული ლიბერალური მედიის ზეწოლით". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

კონტექსტი: მოსკოვთან შეთანხმება კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის უნგრეთს რუსეთზე. 

  • საბუთები მედიაში უნგრეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა.

  • ორბანს 16 წლის განმავლობაში ყველაზე რთული ოპონენტი - პიტერ მადიარი ჰყავს.

  • უნგრეთის პრემიერმინისტრი ცდილობს მოსკოვთან ურთიერთობა წარმოაჩინოს, როგორც უპირატესობა, ხოლო ოპონენტებს უნგრეთის ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები