რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი საზღვარგარეთ ოპოზიციურ პარტიას აფუძნებს

დევნილი რუსული ოპოზიციის ლიდერი ილია იაშინი, ემიგრაციაში პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავს.

ჩაშლილად: ინფორმაციას თავად იაშინი Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ავრცელებს.

  • "ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტიკური პარტია. ზუსტად ასე, არა ფონდი, არც თანამოაზრეთა კლუბი, არც ასოციაცია". - თქვა იაშინმა.
  • იაშინის აზრით, თუნდაც რუსეთის საზღვრებს გარეთ პოლიტიკური პარტიის შექმნა მნიშვნელოვანია რუსული საზოგადოებისთვის.
  • "ჩვენ აღვმართავთ დროშას და ღიად ვიტყვით, რომ არის პოლიტიკური ძალა და ადამიანების გაერთიანება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლას ისახავს მიზნად". - ამბობს იაშინი მიმართვაში.
  • ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ევროპასთან ყველანაირი კავშირი დაკარგა. 
  • "დარჩა ვაკუუმი, რომლის შევსება და რუსეთის პოლიტიკური წარმომადგენლობით უზრუნველყოფა შეგვიძლია". - აღნიშნავს იაშინი.
  • ამ დროისთვის შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამფუძნებელი კრება იგეგმება.

წინარე ისტორია: ილია იაშინი რუსი ოპოზიციონერი, აქტივისტი და ყოფილი მუნიციპალური დეპუტატია.

  • იაშინი წლების განმავლობაში აწ გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის თანამებრძოლი იყო.
  • სხვადასხვა დროს ისინი ერთად იყვნენ პარტიებში: "ობორონა" და "რპრ პარნასი".
  • 2022 წელს იაშინმა რუსი სამხედროები ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებში ამხილა. რასაც პოლიტიკოსის დაკავება მოჰყვა.
  • სასამართლომ იაშინს 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • იაშინი სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, 2024 წლის აგვისტოში გათავისუფლდა, როდესაც რუსეთსა და აშშ-ს შორის ტყვეების გაცვლა მოხდა.
  • გათავისუფლების შემდეგ იაშინი გერმანიაში ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები