პოდკასტები
გერმანიის არჩევნების შედეგების მიმოხილვა: V ეპიზოდი
ვინაიდან ეს პოდკასტის ბოლო ეპიზოდია, ამიტომ, დაფიქსირებული შედეგები და არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საინტერესო პროცესები ფართო ჭრილში მიმოვიხილეთ.
ეპიზოდის სტუმარია - ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში.
საქართველო - გერმანიის ურთიერთობის მიმოხილვა: IV ეპიზოდი
მეოთხე სერიაში გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვასთან ერთად, ყურადღება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიასა და სამომავლო პერსპექტივებს დავუთმეთ.
ეპიზოდის სტუმარია - მაია ფანჯიკიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.
ძირითადი პარტიების საგარეო ხედვები: III ეპიზოდი
მესამე სერიაში გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიების საგარეო პოლიტიკური ხედვები და მიმართულებები განვიხილეთ. ამ კონტექსტში, ყურადღება საქართველო-გერმანიის ურთიერთობაზეც გავამახვილეთ.
ეპიზოდის სტუმარია - გიგი გიგიაძე, დიპლომატი.
სამი მთავარი პარტიის მიმოხილვა: II ეპიზოდი
პოდკასტის მეორე სერიაში გერმანიის ძირითადი პარტიების - ქრისტიან-დემოკრატების, სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მიერ განვლილი გზა, წინასაარჩევნო კამპანია და მათი სამომავლო შანსები მიმოვიხილეთ.
ეპიზოდის სტუმარი - ტატო კოკაია, ევროპის კოლეჯის მაგისტრი
გერმანიის პოლიტიკური სისტემა: I ეპიზოდი
პოდკასტის პირველ სერიაში მიმოვიხილეთ გერმანიის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა, მათი განვითარების ისტორია და ის პოლიტიკური კონტექსტი, რაც 2021 წლის ბუნდესტაგის არჩევნების წინ არის მნიშვნელოვანი.
ეპიზოდის სტუმარია - ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი და ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი.