ფეზეშქიანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბომბვას "სიგიჟე" უწოდა - Iran International

გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გარიყული და განრისხებული ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა.

ვითარების არსი: Iran International-ის წყაროების თანახმად, ეს იყო უპრეცედენტო დაპირისიპირება, რომლის დროსაც მან სამხედროებს განუცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბომბვა "სიგიჟე" იყო.

  • ფეზეშქიანი "გუშაგთა კორპუსის" სარდლის, აჰმად ვაჰიდის გარემოცვას დაუპირსპირდა. მისი ბრაზის მიზეზი საამიროებზე რაკეტებითა და დრონებით შეტევის გადაწყვეტილება გახდა – გადაწყვეტილება, რომლის მიღების პროცესიდანაც იგი სრულიად გარიყეს.
  • თეირანში არსებული სანდო წყაროები აცხადებენ, რომ ფეზეშქიანმა რევოლუციის გუშაგების მიერ საამიროებზე განხორციელებული სარაკეტო და საჰაერო იერიშები შეაფასა, როგორც "სრულიად უპასუხისმგებლო" აქტი, რომელიც მთავრობის ინფორმირებისა და მასთან კოორდინაციის გარეშე ჩატარდა.
  • თავდასხმის დროს, ფუჯაირას მახლობლად მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თავად ობიექტმა კი მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო.

ჩაშლილად: ფეზეშქიანმა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" რეგიონულ სახელმწიფოებთან ვითარების ესკალაციის მიდგომას "სიგიჟე" უწოდა და მისი შეუქცევადი შედეგების შესახებ გააფრთხილა.

  • ვითარების გაუარესებისა და მორიგი ომის საფრთხის ფონზე, პრეზიდენტმა სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა მოჯთაბა ხამენეისთან, რათა დაეყოლიებინა იგი, შეეჩერებინა რევოლუციის გუშაგების თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და აღეკვეთა მათი განმეორება.
  • Iran International-ის ცნობით, ფეზეშქიანი ამ შეხვედრაზე აპირებდა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ჯერ კიდევ არსებობს მცირე შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადასარჩენად სასწრაფო დიპლომატიური ქმედებებით – და რომ მას უნდა მისცემოდა უფლება, საერთაშორისო შუამავლებისთვის ენიშნებინა თეირანის მზადყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად.
  • თეირანის საპრეზიდენტო წრეებთან დაახლოებულმა წყაროებმა Iran International-ს განუცხადეს, რომ პრეზიდენტის გარემოცვა უკიდურესად შეშფოთებულია შესაძლო საერთაშორისო შედეგებით და მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ გააჩნია რესურსი ახალ სრულმასშტაბიან ომში ჩასაბმელად.

დიდი სურათი: 4 მაისს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანი ქვეყანაზე განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო და საჰაერო იერიშში დაადანაშაულა, რამაც ფუჯაირას აღმოსავლეთ საამიროში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია და ინდოეთის სამი მოქალაქე დაჭრა.

  • ეს პირველი თავდასხმები არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მას შემდეგ, რაც 8 აპრილს ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
  • ეს მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ ინიციატივას, რომელიც ჰორმუზის სრუტის ენერგეტიკული დერეფნიდან ბლოკირებული ტანკერების გაცილებას გულისხმობს. აღნიშნული სრუტე 28 თებერვლის შემდეგ დაკეტილია.
  • ირანის გაერთიანებულმა სამხედრო სარდლობამ კომერციული გემები გააფრთხილა, არ ისარგებლონ აშშ-ის შეთავაზებით და განაცხადა, რომ ამერიკულ ძალებზე "მიიტანენ იერიშს, თუ ისინი ჰორმუზის სრუტესთან მიახლოებას ან მასში შესვლას დააპირებენ."

კონტექსტი: არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დღის განმავლობაში ირანიდან ნასროლი 12 ბალისტიკური რაკეტა, სამი ფრთოსანი რაკეტა და ოთხი დრონი ჩამოაგდეს.

  • ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მკაცრად დაგმო ირანის მხრიდან განახლებული ტერორისტული და პროვოკაციული თავდასხმები, რომელთა სამიზნეც ქვეყნის სამოქალაქო ობიექტები და ნაგებობები გახდა."

მსგავსი სიახლეები