ტრამპის თქმით, აშშ-ს სამხედრო ფლოტი გაუძღვება სავაჭრო გემებს ჰორმუზის სრუტეში
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ახალი, "ჰუმანიტარული" ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა - მისი თქმით, ამერიკული სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები გაუძღვებიან ჰორმუზის წყლებში ჭედილ გემებს და მათ სრუტის გადაკვეთაში დაეხმარებიან.
ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში (Truth) წერს - ოპერაციას თავად პრეზიდენტი "პროექტ თავისუფლებას" უწოდებს.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ოპერაცია ჰუმანიტარული ხასიათისაა და საუბარია იმ ქვეყნების გემებზე, რომლებიც ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობდნენ.
- ეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ირანის მიერ ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ყველაზე სერიოზული მვდელობაა ამ დრომდე.
ჩაშლილად: Axios-ის წყაროების ცნობით, საუბარი არ არის იმაზე, რომ ამერიკული სამხედრო ფლოტი გააცილებს თითოეულ გემს - მისი თქმით, ისინი ამ გემების "სიახლოვეს იქნებიან", მიაწვდიან ცნობებს ნაღმებისგან გაწმენდილ მარშრუტებზე და ასევე, "საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან მოქმედებისთვის."
- ტრამპის თქმით, ოპერაციის დაწყება ჰორმუზის სრუტესთან გაჭედილი გემების მფლობელი ქვეყნების "მრავალი თხოვნის" შემდეგ გადაწყვიტა.
- "თუ კი ამ ჰუმანიტარულ პროცესში რამენაირი ჩარევა იქნება, მოგვიწევს ამ ჩარევას ძალით ვუპასუხოთ"- განაცხადა წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
კონტექსტი: ამავე პოსტში ტრამპი წერს, რომ მისი წარმომადგენლები "ძალიან კარგ" მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანელებთან.
- გასულ უქმეებზე პაკისტანის შუამავლობით ვაშინგტონმა და თეირანმა სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე გეგმა გაცვალეს, თუმცა დასავლური მედიის ცნობით პოზიციები კვლავ დაშორებული, ხოლო დიდი დიპლომატიური გარღვევის შანსი მინიმალურია.