FT: აშშ ევროპას აფრთხილებს - ირანთან ომის გამო იარაღის მიწოდება შეფერხდება

შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ირანში ომთან დახარჯული მარაგების აღდგენამდე, მათ მიერ შეძენილი შეიარაღების მიღების ტემპი შეფერხდება. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Finanacial Times ავრცელებს

  • გადავადების შესახებ გააფრთხილეს: დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და პოლონეთი. 

  • წყაროების ცნობით, ასევე საუბარია შეკვეთების დაგვიანებაზე აზიელი პარტნიორებისთვის, მათ შორის სამხრეთ კორეისა და იაპონიისთვის. 

  • საუბარია HIMARS საარტილერიო რაკეტებზე, ასევე NASAMS-ისა და PATRIOT-ის საზენიტო სისტემებზე. 

ჩაშლილად: მასალაში ნათქვამია, ეს "ცუდი ამბავია" უკრაინისთვის, რომელიც ქვეყნის შიგნით წარმოებული დრონების როლის ზრდის მიუხედავად კვლავ დამოკიდებულია სპეციფიკურ საარტილერიო ჭურვებსა და ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. 

  • გაზეთის უკრაინელი წყაროს ცნობით, ქვეყნისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების ტემპი ირანში ომის დაწყებისთანავე დაეცა და კვლავ გრძელდება. 

  • განსაკუთრებით საგრძნობია საზენიტო რაკეტების დეფიციტი, რომლის გამოც პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, გასულ თვეებში PATRIOT-ის რამდენიმე ბატარეა პრაქტიკულად "ცარიელი იდგა." 

კონტექსტი: ექსპერტების შეფასებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომში შეერთებული შტატების არმიამ უკვე გახარჯა არაერთი შეირაღების რამდენიმე წლიანი მარაგი, მათ შორის საუბარია TOMAHAWK-ის ტიპის რაკეტებზე და იშვიათ საზენიტო სისტემებზე. 

მსგავსი სიახლეები