ვატიკანთან და რომთან გაფუჭებული ურთიერთობების გამოსასწორად იტალიაში რუბიო ჩავა

რომის პაპთან და ერთ-დროს"ახლობელ" პრემიერ-მინისტრთან გაფუჭებული ურთიერთობების გამოსასწორებლად იტალიაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩადის. 

ვითარების არსი: რუბიოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად იტალიური საინფორმაციო სააგენტომ ANSAM გაავრცელა. 

  • სახელმწიფო მდივნის ვიზიტი 7-8 მაისს გაიმართება. 

  • ადგილობრივი მედიის ცნობით, იგეგმება რუბიოს შეხვედრა ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, პიეტრო პაროლინოსთან, ხოლო მოგვიანებით იტალიელ კოლეგას, ანტონიო ტაიანის და თავდაცვის მინისტრს, გუიდო კროზეტოს. 

  • შესაძლოა შედგეს შეხვედრა ჯიორჯა მელონისთან, წყაროების ცნობით, რუბიომ შესაბამისი სურვილი უკვე გამოთქვა. 

წინარეისტორია: ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკული დაპირისპირება ვატიკანთან გასული თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რისი მიზეზით პაპის ანტი-საომარი განცხადებები გახდა. 

  • საბოლოოდ კამათში უშუალოდ ჩაერთო ტრამპიც და თქვა, რომ "პაპი ლეო არასწორი დამოკიდებულება აქვს კრიმინალის მიმართ."

  • "მე არ მომწონს პაპი, რომელიც თვლის, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ არის პრობლემა"- ამბობდა ტრამპი. 

კონტექსტი: ირანთან მიმდინარე ომის მიზეზით გაფუჭდა ტრამპის ადმინისტრაციისა და ერთ დროს მისი მთავარ ევროპელ მოკავშირედ მიჩნეული ჯიორჯა მელონის ურთიერთობებიც. 

  • იტალიის პრემიერმა ტრამპის განცხადებებს პაპის შესახებ მიუღებელი უწოდა, ხოლო დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ "იმედგაცრუებულია" მელონით. 

  • ტრამპი იტალიას ადანაშაულებდა "არასაკმარის მხარდაჭერაში" და ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანით იმუქრებოდა.

მსგავსი სიახლეები