რუსეთში მსხვილი ტექნოგენური ავარია მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთში, ნიჟნეკამსკში ნავთობის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა.

არსებული ვითარება: აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, კიდევ 6 პირი დაკარგულად ითვლება.

  • გარდა ამისა, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა ქარხნის 72 თანამშრომელი.

  • ქარხანა მსხვილ რუსულ კომპანია "სიბურ"-ს ეკუთვნის.

  • დაშავებულთა რაოდენობით ეს რუსეთში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტექნოგენური ავარიაა.

  • აფეთქების მიზეზად გაზის ნარევის აალება სახელდება.

ჩაშლილად: ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, თუ რა ეკოლოგიური შედეგები მოყვება აფეთქებას.

  • ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ქალაქში დგას კვამლი, რომელიც აღიზიანებს სასუნთქ გზებს და წვავს თვალებს.

  • აფეთქების მომენტში ქალაქი შეზანზარდა, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩაიმსხვა შუშები.

  • საგამოძიებო კომიტეტმა სამრეწველო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრა საქმე.

წინარე ისტორია: 2021 წელს რევიზიამ ქარხანაში 696 დარღვევა აღმოაჩინა.

  • 2018 წელს ნიჟნეკამენსკის მაცხოვრებლები ჰაერის დაბინძურებას უჩიოდნენ. ეკოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ჰაერი ნორმაზე ორჯერ მეტად იყო დაბინძურებული.

  • ამჯერად ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ აფეთქებამ ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერის დაბინძურება არ გამოიწვია.

  • მიუხედავად ამისა, ქალაქში გაუქმდა ყველა სპორტული, სოციალური და კულტურული ღონისძიება.

სიღრმისეულად: როგორც ქარხნის საიტზე წერია, "სიბურის" ობიექტი სინთეტიკური კაუჩუკის მსოფლიო მარაგის 42%-ს აწარმოებდა.

  • ქარხნის ადმინისტრაციის თქმით, ავარიის შედეგად გაჩერებულია წარმოების 6%.

მსგავსი სიახლეები