კრემლმა 9 მაისის აღლუმზე უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაცია გააუქმა
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 9 მაისის აღლუმზე უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია გაუუქმა.
ვითარების არსი: ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც აკრედიტაციის გარეშე დარჩა გერმანული Der Spiegel გახდა. ჟურნალისტს კრემლიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ.
- "შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აღლუმის გაშუქების ფორმატი შეიცვალა, რის გამოც უცხოური მედიასაშუალებები, რომლებმაც აკრედიტაცია უკვე მიიღეს, აღარ დაიშვებიან". - განუცხადა კრემლის წარმომადგენელმა Der Spiegel-ის ჟურნალისტს.
- აკრედიტაცია გაუუქმდათ ასევე მედიებს: ARD, ZDF, Sky, Rai, NHK, AFP.
- რამდენიმე უცხოურ გამოცემას განუცხადეს, რომ აღლუმზე "მხოლოდ რუსული მედია დაიშვება".
კონტექსტი: წლევანდელი 9 მაისის აღლუმი მოსკოვში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების პირობებში ჩატარდება.
- უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად აღლუმზე არ იქნება სამხედრო ტექნიკა.
- წითელ მოედანზე უკვე დამაგრებულია ბადეები, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატებისგან თავის დასაცავად გამოიყენება.
- გარდა ამისა, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში 9 მაისს გაითიშება მობილური ინტერნეტი.
- ოფიციალური მიზეზი უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმის საშიშროებაა.
- თუმცა დასავლური მედიები ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზღვევის ანგარიშზე დაყრდნობით წერენ, რომ კრემლის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები ვლადიმირ პუტინის პარანოიას უკავშირდება, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების შიში აქვს.