"პუტინი კარგავს კონტროლს"- Economist რუსი ექსმაღალჩინოსნის მოსაზრებას აქვეყნებს

ყოფილი რუსი მაღალჩინოსნის შეფასებით, ვლადიმირ პუტინის კონტროლი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე შეუქცევადად სუსტდება, მისი მმართველობის მოდელი კრიზისშია და ვითარება გაუარესდება. 

ვითარების არსი: ამის შესახებ The Economist-ის მიერ გამოქვეყნებულ სვეტშია საუბარი - ჟურნალის ცნობით, ავტორმა ანონიმურად დარჩენა ისურვა, ის რუსეთის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანია. 

  • მასალა გამოქვეყნდა ქვესათაურით - "პესიმისტური ხედვა მოსკოვიდან", რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ავტორი ამ დრომდე რუსეთში ცხოვრობს. 

ჩაშლილად: ტექსტი იწყება საუბრით "ყოვლისმომცველ" განცდაზე, რომ პუტინმა რუსეთი ჩიხში შეიყვანა და არავინ იცის რა იქნება ხვალ." 

  • ავტორის თქმით, მოსკოვის მმართველ წრეებში არის განცდა, რომ პუტინმა დაკარგა "მონოპოლია მომავლის ფორმირებაზე"- თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ არის აჯანყების ტოლფასი და პუტინის რეჟიმმა შესაძლოა კიდევ დიდხანს გაძლოს. 


    შექმნილ კრიზისს
    ავტორი 4 ფაქტორის დამთხვევით ხსნის: 


    1. მიმდინარე ომის მზარდი ფასი, რომელიც მთელ ქვეყანაში სულ უფრო მეტად       
     ადამიანს ეხება; 

    2. თამაშის მკაფიო წესების არ არსებობა - დასავლეთის ფინანსური და სამართლებრივი სივრცისგან იზოლაციის პირობებში ელიტებმა დაკარგეს დავების მოგვარების პლატფორმა (დასავლური არბიტრაჟები და სასამართლოები), ხოლო ქვეყანაში განვითარებული კერძო საკუთრების მასშტაბური გადანაწილების (5 ტრილიონი რუბლის აქტივები) ფონზე ეს ელიტისთვის განსაკუთრებით პრობლემურია; 

    3. ავტორის შეფასებით, პუტინის მიერ დაჩქარებული გლობალური წესრიგის რღვევა რუსეთისთვის წამგებიანი აღმოჩნდა - წესების გარეშე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო ძალაა, ამ ძალის პროეცირება კი რუსეთისთვის ამჟამად რთულია. მოსკოვი ვეღარ სარგებლობს იმ ასიმეტრიული პრიველეგიებით რასაც "წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი" აძლევდა; 

    4. მანამდე არსებული "საზოგადოებრივი კონტრაქტის" დარღვევა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები არ ერეოდნენ პოლიტიკაში, ხოლო სახელმწიფო პირად საქმეში. მოსახლეობის ლოიალობას რეჟიმი კომფორტით, გაზრდილი ფინანსური შესაძლებლობებით და კონსუმერიზმით ყიდულობდა აღარ მუშაობს. ამის ბოლო მაგალითი მოსკოვში დაწესებული ინტერნეტ შეზღუდვებია. 

კონტექსტი: ამგვარად, რუსეთში შექმნილ ვითარებას ავტორი ადარებს "ცუნგვცვანგს" ჭადრაკში - ვითარება როდესაც შეზღუდული დროის პირობებში ყოველი სვლა აუარესებს მოთამაშის მდგომარეობას. 

  • "მას აღარ შეუძლია კავშირის აღდგენა ძალაუფლებასა და მომავალს შორის. მას მხოლოდ შეუძლია კიდევ უფრო მტკივნეული გახადოს ის რაც გარდაუვალია"- რეზუმირებს ავტორი. 

მსგავსი სიახლეები