სახდეპის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მხარეს ათასობით კუბელი იბრძვის - Axios

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური შეტყობინების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ კუბამ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად 5000-მდე მებრძოლი გაგზავნა. პარალელურად კი მოსკოვს „დიპლომატიურ და პოლიტიკურ მხარდაჭერასაც“ უწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას Axioს-ი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მასალის თანახმად, აშშ პირდაპირ მიანიშნებს, რომ კუბის ამჟამინდელი რეჟიმი თანამონაწილეა რუსეთისთვის მებრძოლების მიწოდებაში.

  • „საჯარო მონაცემები არ ადასტურებს, რომ ჰავანამ ოფიციალურად წარგზავნა კუბელი მებრძოლები“ - ნათქვამია ხუთგვერდიან საიდუმლო ანგარიშში.

  • „თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი ინდიკატორები იმისა, რომ რეჟიმი შეგნებულად უწევდა ტოლერანტობას, ხელს უწყობდა ან შერჩევითად აადვილებდა მებრძოლთა ნაკადის მოძრაობას“.

დიდი სურათი: გამოცემის ცნობით, ეს ანგარიში გამოქვეყნდა იმ ფონზე, როდესაც თეთრმა სახლმა გააძლიერა ზეწოლა ჰავანაში ხელისუფლების შეცვლის მიზნით და ფაქტობრივად ბლოკადა დაუწესა ნავთობის გადაზიდვებს ქვეყანაში.

  • „კუბის მოქალაქეები გამოიკვეთნენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდენტიფიცირებადი უცხოური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
  • „შეფასებები განსხვავებულია, თუმცა ღია წყაროების უმეტესობა მიუთითებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პერმანენტულად 1000-დან 5000-მდე კუბის მოქალაქე იმყოფება'

პოლიტიკური გამოხმაურება: „კუბის რეჟიმი ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს მთელ მსოფლიოში“ - განუცხადა სენატორმა ტედ კრუზმა Axios-ს. „თუკი და როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მათ შეცვლას მოახერხებს და, მე მჯერა, რომ ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ეს იქნება ძალიან კარგი დღე აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“.

კონტექსტი: უკრაინაში მებრძოლი კუბის მოქალაქეების არსებობა პირველად 2023 წელს, The Moscow Times-ის მიერ გახდა ცნობილი.

  • უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი კუბელების შესახებ იუწყებოდა უკრაინის სამხედრო დაზვერვაც.

 

მსგავსი სიახლეები