აშშ-ში განაახლა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოქმედება

დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოიწურა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული 1-თვიანი პაუზა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის - ეს ნიშნავს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კვლავ მოქმედებს. 

ვითარების არსი: ხაზინაში Politico-ს მიერ დასმულ კითხვას პირდაპირ არ უპასუხეს, თუმცა სკოტ ბესენტის მიერ 1-თვის წინანდელ განცხადებაში, რომელშიც ფინანსთა მდივანმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას "დროებითი" ზომა უწოდა. 

  • რუსული ნავთობზე სანქციების მოქმედება ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ შეაჩერა, რასაც ირანმა  მეზობელ ქვეყნებზე საჰაერო დარტყმების გარდა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით უპასუხა. 
  • ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგეტიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის საზღვაო არტერიაა, რომლის გავლითაც ომის დაწყებამდე ნავთობის ჯამური საზღვაო ექსპორტის 25% და თხევადი გაზის 20% მოძრაობდა. 

  • სრუტის ჩაკეტვის შედეგად მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი და პირველად ბოლო 4 წლის განმავლობაში გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე - რუსული ნავთობზე სანქციების მოხსნის მიზანი ნავთობის გლობალური ფასების დასტაბილურება იყო. 

დიდი სურათი: გასულ კვირას სანქციების განახლებისკენ მოუწოდა ტრამპის ადმინისტრაციის სენატორების 2-პარტიულმა ჯგუფმა. 

  • სანქციების განახლებას მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ვლადიმირ ვასიუკი. 

კონტექსტი: საინფორმაციო სააგენტო Reuters გასულ პარასკევს წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სავარაუდოდ გააგრძელებდა პაუზას. 

  • Financial Times-ის ცნობით, ირანში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საბიუჯეტო შემოსავალი დღეში 100 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა. 

  • იმავე Reuters-ის ცნობით, მარტში ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლები რუსეთში გაორმაგდა. 

მსგავსი სიახლეები