ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ორბანის დიდ მარცხს მიუთითებს
უნგრეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც 8-11 აპრილს ჩატარებული ორი გამოკითხვის მონაცემი გამოქვეყნდა, რომლის მიხდვითაც, ვიქტორ ორბანის "ფიდეში" დიდი სხვაობით მარცხდება პარტია "ტიზასთან".
ვითარების არსი: კვლევითი ცენტრის "მედიანის" მონაცემებით, პიტერ მადიარის "ტიზა" 57%-ს აგროვებს საპარლემენტო არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა აუცილებლად დასრულდება.
მსგავსი მონაცემი აქვს დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ "21kutatokozpont"-ს, რომლის თანახმადაც პიტერ მადიარის მხარდაჭერა - 55%-ს შეადგენს, ხოლო ორბანის - 37%-ს.
ამავე კვლევების თანახმად, საარჩევნო ბარიერის გადალახვასთან ახლოსაა რადიკალური მემარჯვენე პარტია (Mi Hazánk Mozgalom), რომელსაც დაახლოებით 5%-იანი მხარდაჭერა აქვს.
უნგრეთში საარჩევნო უბნები თითქმის ყველგან დაიხურა და არჩევნების შედეგები სულ მალე გახდება ცნობილი. არსებული მონაცემებით, პიტერ მადიარის პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს
Hazánk MozgalomHazánk Mozgalom
დჰჯგ