ჩინეთის დადებითმა სავაჭრო ბალანსმა პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ დოლარს

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირების მიუხედავად მიმდინარე წელს ჩინეთის დადებითმა სავაჭრო ბალანსმა პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ დოლარს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაცია ავრცელებს - საუბარია მხოლოდ პროდუქციის ექსპორტზე და რიცხვი არ მოიცავს სერვისების ექსპორტის მონაცემებს. 

  • ნოემბრის მონაცემები მოწმობს, რომ სავაჭრო უთანხმოებების მიუხედავად ჩინეთის ექსპორტის მოცულობა საგრძნობლად იზრდება - ნოემბერში მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა. 

  • მათ შორის, თითქმის 15%-ით გაიზარდა ჩინეთის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 

ჩაშლილად: Financial Times-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებში ჩინური ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩინური ვალუტის გაუფასურებამ და შესაბამისად ექსპორტის გაიაფება. 

  • საპირისპიროდ თითქმის 29%-ით არის შემცირებული წლიურ გამოსახვაში ჩინეთის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

  • 8%-ით გაიზარდა ექსპორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში - არაერთი ეკონომისტის აზრით, გაზრდილი საბაჟო ტარიფების ფონზე ეს ქვეყნები ტრანზიტულ ფუნქციას ასრულებენ და ჩინეთიდან გაზრდილი იმპორტის დიდი ნაწილი მოგვიანებით ამერიკაში მიემართება. 

კონტექსტი: სუსტი შიდა მოთხოვნისა და უძრავი ქონების სექტორის კრიზისის ფონზე ექსპორტის ზრდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მთავარ დრაივერად რჩება. 

  • ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ პოლიტბიუროს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობისთვის "აუცილებელია შიდა მოთხოვნის სტიმულირება და ძლიერი შიდა ბაზრის შექმნა." 

მსგავსი სიახლეები