რუსეთმა ლუჰანსკი „გათავისუფლებულად“ უკვე მეხუთედ გამოაცხადა

რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა, ლუჰანსკის ოლქის "გათავისუფლების" შესახებ ომის დაწყებიდან მეხუთედ  განაცხადა.

ვითარების არსი: გერასიმოვმა სამხრეთ დაჯგუფების შტაბის მონახულებისას "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის სრული გათავისუფლების" შესახებ გააკეთა განცხადება.

  • "მარტი-აპრილის პერიოდში რუსულმა ჯარმა გაათავისუფლა 34 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი ტერიტორია. სულ მიმდინარე წელს დავიბრუნეთ 80 დასახლებული პუნქტი და 1700 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია". - თქვა გერასიმოვმა.

ჩაშლილად: წარსულში რუსეთის სამხედრო მთავარსარდლობამ ლუგანსკის დაპყრობის შესახებ განცხადება მინიმუმ ოთხჯერ გააკეთა.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "დაბრუნების" შესახებ ახლო წარსულში, პირველ აპრილს განაცხადა.
  • 2025 წლის 2 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინმა "ვალდაის კლუბის" ერთ-ერთ დისკუსიაზე თქვა, რომ "ლუჰანსკის თითქმის 100% რუსეთის ხელშია".
  • პუტინმა ასევე 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებს "ლუჰანსკის გათავისუფლება" მიულოცა, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონის ნაწილზე კონტროლი 6 თვეში დაიბრუნა.
  • გერასიმოვს გამოეხმაურა Z-ბლოგერი ვლადიმირ რომანოვი, რომელმაც "ლუჰანსკის გათავისუფლების" შესახებ გაკეთებული 2025 წლის 30 ივნისის, 2026 წლის პირველი აპრილის და დღევანდელი განცხადებების ფოტოები გამოაქვეყნა და ჯამბაზის ემოჯი დაურთო.

კონტექსტი: OSINT-ანალიტიკოსების განცხადების თანახმად, უკრაინელებმა ბოლო პერიოდში ლუჰანსკის რეგიონში 150-დან 200-მდე კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

  • პროექტ DeepState-ის კვლევის თანახმად, 2026 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სულ 900 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. აღნიშნული მონაცემები მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის გერასიმოვის მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ სტატისტიკასთან.

მსგავსი სიახლეები