ირანი დათანხმდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, ვენსი ისლამაბადში მიფრინავს

ირანი დათანხმდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, ამერიკულ დელეგაციას კვლავ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს

  • თეთრი სახლი მთელი დღის განმავლობაში ირანის პასუხს - გაგზავნიდა თუ არა დელეგაციას ისლამაბადში. 
  • წყაროების ცნობით, ირანელების ჭოჭმანის მიზეზი რევულიციურ გუშაგთა კორპუსის მეთაურების პოზიცია იყო, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე შეერთებულ შტატებს მოეხსნა ირანის საზღვაო ბლოკადა. 

ჩაშლილად: ირანელებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ პაკისტანელი, ეგვიპტელი და თურქი შუამავლები. 

  • ირანელები ელოდებოდნენ მწვანე შუქს უზენაესი ლიდერისგან, რომელიც რამდენიმე საათის წინ მიიღეს. 
  • ვენსი ისლამაბადისკენ დღეს გაფრინდა, ამერიკულ დელეგაციაში ისევ იქნებიან ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი. 

დიდი სურათი: ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის პაკისტანის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა 21 აპრილს იწურება. 

  • გასულ უქმეებზე დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით იმ შემთხვევაში თუ თეირანი უარს იტყვის შეთანხმებაზე. 

  • ამერიკელმა პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ მიანიშნა, რომ მზად იქნება ზავის გაგრძელებაზე იმ შემთხვევაშიც თუ საბოლოო შეთანხმება მოკლე ვადებში ვერ შედგება, მაგრამ პროგრესს დაინახავს. 

მსგავსი სიახლეები