"მომდევნო 2-3 კვირაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ"- ტრამპის მიმართვა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების ომი ირანთან დასასრულს უახლოვდება, თუმცა მომდევნო კვირებში ინტენსიური დაბომბვებით ირანს ქვის ხანაში დააბრუნებენ.
ვითარების არსი: ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელი ხალხისადმი საგანგებო ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
- შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში ტრამპის თქმით, აშშ დაბომბავს ირანის ენერგეტიკულ სექტორს, მათ შორის ნავთობის საბადოებსაც.
- ტრამპის გამოსვლას საერთაშორისო საფონდო ბირჟაბზე ნავთობის ფასის ზრდა და ინდექსების შესამჩნევი კლება მოჰყვა.
ჩაშლილად: მიმართვაში ტრამპს არ გამოუცხადებია ახალი კონკრეტული ოპერაციების გეგმებზე, იქნება ეს ირანის კუთვნილი კუნძულების დაკავება თუ უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის გატანა.
- ტრამპის თქმით, ამერიკის სტრატეგიული გამანადგურებლების მიერ დაბომბილი ბირთვული ობიექტები ისეთ ვითარებაშია, რომ მათთან მიახლოებასაც თვეები დაჭირდება.
- "თუ ჩვენ დავინახავთ უმცირეს მოძრაობას ამ მიმართულებით, მათ კიდევ უფრო მეტი რაკეტით დავბომბავთ"- განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა.
კულისებს მიღმა: ამერიკული მედიის ცნობით, გასულ დღეებში შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონმა თეირანს აცნობა, რომ დაინტერესებულია ცეცხლის შეწყვეტით ჰორმუზის სრუტის განბლოკვის სანაცვლოდ.
- თუმცა თავის საჯარო გამოსვლაში ტრამპმა განსხვავებულ სცენარებზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, მათ შორის იმაზეც, რომ ამერიკა დაპირისპირებიდან შესაძლოა ისე გავიდეს, რომ ჰორმუზის სრუტის განბლოკვა არ სცადოს.
- "თუ შეთანხმება არ იქნება, ჩვენ ერთდროულად დავბომბავთ მათ ელექტროენერგიის წარმოებას და ასევე ნავთობის საბადოებსაც და ისინი ვერაფერს იზამენ"- თქვა ტრამპმა.
დიდი სურათი: ამერიკელი პრეზიდენტის გამოსვლის ფოკუსი იყო არა ახალ მიდგომაზე საუბარი, არამედ სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების დარწმუნება, რომ ირანთან ომის დაწყება ამერიკის ინტერესებში შედიოდა და რომ ამერიკა ამ დაპირისპირებაში დამაჯერებლად იმარჯვებს.
- რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკის მოკავშირეებს, რომ თავად სცადონ საკვანძო არტერიის განბლოკვა და ეს არ იქნება რთული, რადგანაც მისი თქმით, გასულ კვირებში შეერთებულმა შტატებმა "ირანის გაანადგურა."