WaPo: ისრაელის დაზვერვაში ფიქრობენ, რომ გუშაგები შეძლებენ პროტესტების ჩახშობას

ისრაელის დაზვერვაში ფიქრობენ, რომ ირანში ახალი საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაშიც კი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შეძლებს მის ჩახშობას. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკისა და ისრაელის საგარეო უწყებების საიდუმლო მიმოწერაზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს

  • მასალაში ხაზგასმულია, რომ სადაზვერვო უწყებების ამგვარი შეფასების მიუხედავად, ისრაელის მთავრობა დღემდე აქტიურად მოუწოდებს ირანელებს რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებისკენ. 
  • იურუსალიმში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ ისრაელის სადაზვერვო უწყებების შეფასებით, ირანის რეჟიმი "არ არის კოლაფსის პირას" და მზად არის "იბრძოლოს ბოლომდე." 

  • ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახალი საპროტესტო ტალღის დაწყების შემთხვევაშიც "დემონსტრანტებს უბრალოდ დახოცავენ, რადგანაც გუშაგთა კორპუსი კვლავ ფუნქციურია და ინარჩუნებს კონტროლს."

ჩაშლილად: ამგვარი პროგნოზის მიუხედავად მიმოწერაში ისრაელის დაზვერვა მაინც იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყება და ვაშინგტონს თხოვს მზად იყოს დემონსტრანტების მხარდასაჭერად. 

  • ამავე მიმოწერით ირკვევა, რომ ისრაელის დაზვერვაში ვარაუდობდნენ, რომ უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობას ირანის მმართველ წრეებში მეტი ქაოსი და გაურკვევლობა მოჰყვებოდა. 

  • ისრაელის სადაზვერვო უწყებაში ფიქრობენ, რომ ახალი უმაღლესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესშია და "უფრო დაახლოებულია გუშაგთა კორპუსთან, ვიდრე მამამისი." 

კონტექსტი: რეჟიმის წინააღდეგ აჯანყებისკენ ირანელებს საომარი მოქმედებების დაანონსების მიმართვაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მოუწოდა, თუმცა მომდევნო დღეებში რეჟიმის ცვლილების მოწოდებები ამერიკელი მაღალჩინოსნებისგან არ გაჟღერებულა. 

  • "მათ (რედ. ირანის რეჟიმის) ქუჩებში გამოიყვანეს ჯარისკაცები ტყვიამფრქვევებით და მზად არიან დახვრიტონ ხალხი, თუ საპროტესტო აქციებზე გამოვლენ. მე ვფიქრობ, ეს (რედ. რეჟიმის ცვლილება) ძალიან რთული იქნება შეუიარაღებელი ხალხისთვის"- განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-სთან საუბარში. 

მსგავსი სიახლეები