Axios: ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ახალ გეგმებს წარუდგენენ
დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებულ გეგმებს წარუდგნენ.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს.
- საუბარია შეზღუდულ მაგრამ მტკივნეულ საჰაერო დარტყმების ტალღაზ, მათ შორის ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
- კიდევ ერთი გეგმა, რომელსაც გააცნობენ პრეზიდენტს ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის ირგლივ ტერიტორიის ოკუპირებას, რაშიც მონაწილეობას სახმელეთო ჯარებიც მიიღებენ და რამაც შესაძლოა ჰორმუზის სრუტე განბლოკოს.
- კვლავ განიხილება ირანის უკვე გამდიდრებული ურანის მარაგის ამოღების ოპერაციაც.
დიდი სურათი: ყველა ამ გეგმის მიზანი საბოლოო ჯამში ირანის დათმობებისკენ იძულებაა - ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადა საჰაერო დარტყმებზე ეფექტურია და სწორედ ამას განიხილავს ზეწოლის მთავარ ბერკეტად.
- ამასთანავე გამორიცხული არ არის, რომ ტრამპმა მწვანე შუქი აუნთოს სამხედრო ოპერაციებს, რადგანაც კვლავ ფიქრობს, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ს პოზიციას ირანთა მოლაპარაკებების პროცესში.
კონტექსტი: შეხვედრას დაესწრება გაერთიანებული შტატების მეთაური გენერალი დენ კეინიც.
- მსგავსი სამხედრო მოქმედებების გეგმა ამერიკელ პრეზიდენტს წარუდგინეს მიმდინარე წლის 26 თებერვალსაც, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე.