აშშ-ის დაზვერვა სწავლობს რა რეაქცა ექნება ირანს ტრამპის მიერ გამარჯვების გამოცხადებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებები ცდილობენ გაიგონ, თუ როგორი იქნება ირანის რეაქცია დონალდ ტრამპის მიერ ომში გამარჯვების გამოცხადებაზე.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- წყაროების ცნობით, ამგვარი დავალება სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელებმა ადმინისტრაციის იმ მაღალჩინოსნებისგან მიიღეს, რომლებიც შიშობენ, რომ ომის გაჭიანურება უარყოფითად აისახება რესპუბლიკური პარტიის შედეგებზე მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში.
ჩაშლილად: მათი ცნობით, ომის დასრულების შესახებ პრეზიდენტ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საომარი მოქმედებები შესაძლოა კვლავ განახლდეს, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ვითარების განმუხტვა პრეზიდენტზე პოლიტიკურ წნეხს საგრძნობლად შეამცირებდა.
- სადაზვერვო უწყებების შეფასებით, თუ გამარჯვების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპი რეგიონიდან სამხედრო ნაწილებს გაიყვანს ირანი თავს კონფლიქტში გამარჯვებულად ჩათვლის.
- იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ამერიკის სამხედრო კონცენტრაცია შენარჩუნდება ამერიკული დაზვერვის შეფასებით თეირანში ეს აღქმული იქნება როგორც ვაშინგტონის მოლაპარაკებების ტაქტიკა.
კონტექსტი: ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ომი მალე დასრულდებოდა. ამასთანავე, ის უმეტესად არ ასახელებდა ვადებს, ან თუ ასახელებდა მალევე ცვლიდა.