WSJ: ირანის მმართველ წრეებში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მზარდი განხეთქილებაა
ირანის მმართველ წრეებში შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წარმოქმნილი განხეთქილება იზრდება.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.
- განხეთქილების მიზეზი წყაროების ცნობით არის, თუ რა ტიპის დათმობებზე უნდა წავიდეს ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების პროცესში, სანქციების გასაუქმებლად.
- განხეთქილება თავდაპირველად მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა, თუმცა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა და საჯარო სივრცეშიც გადმოვიდა.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, დაპირისპირებაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის მიმდინარეობს.
- გუშაგთა კორპუსის მეთაურები ეწინააღმდეგებიან კომპრომისებს, ხოლო პოლიტიკური ლიდერები უფრო მეტად ეკონომიკის აღდგენაზე არიან ფოკუსირებულები.
- პოლიტიკოსებზე ზეწოლისთვის ე.წ. პრინციპალისტები იყენებენ პრესას და სოციალურ ქსელებს, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებენ მთავარ მომლაპარაკებლებს, მეჯლისის სპიკერს მოჰამად ბაყერი ყალიბაფსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის.
დიდი სურათი: წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების სტილით უკმაყიფოლა გუშაგთა კორპუსის მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ვაჰიდი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბირთვული პროგრამის განხილვას.
- СNN-ის ცნობით, საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში ვაჰიდი ამერიკისთვის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
- ვითარებას ართულებს ახალი უზენაესი ლიდერის სისუსტე, რომელსაც არ ჯერ არ აქვს მამის მსგავსი ავტორიტეტი და ამასთანავე სრულ იზოლაციაში და ვითარებას ეფექტურად ვერ მართავს.
კონტექსტი: გაზეთის წყაროების ცნობით, ირანის მმართველ წრეებში შექმნილი განხეთქილებებია მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გაჭიანურების მიზეზი.