წყაროების ცნობით, კვლავ საუბარია ისრაელისა და აშშ-ს ერთობლივ ოპერაციაზე, თუმცა "ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და გაცილებით უფრო დიდი ეგზისტენციალური საფრთხით ირანის რეჟიმისთვის."
ტრამპის ადმინისტრაცია ირანს თხოვს უარი თქვას უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე და მთლიანად ბირთვულ პროგრამაზე, ასევე შეზღუდოს შორეული ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და უარი თქვას რეგიონული პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერაზე.
წყაროების ცნობით, დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ თუ რამდენად დროული იქნება ასეთი ნაბიჯი და იქნება თუ არა ეს საკმარისი ხამენეის რეჟიმის საფუძვლიანი დესტაბილიზაციისთვის.
"თუ კი მთავარი საკითხი დონეცკია და თუ კი არ ხართ მზად კომპრომისისთვის, ვფიქრობ ეს შეხვედრა აღარ უნდა გავაგრძელოთ"- წყაროების ცნობით, ასე მიმართა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგას, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია.
ამერიკელი კოლეგები აფრთხილებენ ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ჰეზბოლასთან მცირე ან ლიმიტირებული ომის ოფცია არ არის რეალისტური და მოსალოდნელია, რომ დაპირისპირებაში ირანი უშუალოდ ჩაერთვება.
"მიმდინარე კრიზისის დასრულების შემდეგ, უნდა არსებობდეს მომავლის გრძელვადიანი ხედვა, ჩვენი აზრით ეს უნდა იყოს 2 სახელმწიფოს გადაწყვეტა",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.